ცოტა რამ მედიუმების შესახებ

ცოტა რამ მედიუმების შესახებ

. რომელთა რაოდენობაც საკმაოდ მცირერიცხოვანია დედამიწაზე. ადამიანები, რომელთაც უხილავის ხედვის უნარი გააჩნდათ, თითქმის ყველა საუკუნეში არსებობდნენ და ყოველთვის იპყრობდნენ საზოგადოების ყურადღებას, ხან უარყოფითი, ხან კი დადებითი კუთხით. შუა საუკუნეებში ასეთ ადამიანებს კოცონზე წვავდნენ ან ინკვიზიციის მკაცრი კანონებით უსწორდებოდნენ. მედიუმის შესაძლებლობებს ასტროლოგიური კუთხით კონკრეტული ასპექტების ინტენსივობა განაპირობებს ამა თუ ადამიანის კოსმოგრამაში. ყველაზე ხშირად მედიუმებს შორის მერწყულებს, თევზებს და კირჩხიბებს ვხვდებით. ზოგადად წყლის სტიქიის დიდი დოზა კოსმოგრამაში უკვე ნიშნავს იმას, რომ ადამიანი სხვებისგან გაცილები უფრო ფაქიზი აღქმის უნარით იქნება გამორჩეული.

განსაკუთრებით აქტიური მონაცემები ამ მხრივ ძლიერი ურანის, მთვარის და პლუტონის მქონე ადამიანებს გააჩნიათ. ურანი ზოგადად წინასწარმეტყველური ნიჭის "კურატორია", პლანეტა, რომელიც ასე ვთქვთ, მომავლის სიხშირეზე მუშაობს. ამიტომ ძლიერი ურანის მქონე ადამიანი (ურანი მერწყულში, მორიელში, კირჩხიბში, თევზებში) ხშირად არის დაჯილდოებული მოვლენების წინასწარ პროგნოზირების უნარით.

რაც შეეხება მთვარეს, იგი ადამიანის ქვეცნობიერზეა პასუხისმგებელი. შესაბამისად, მთვარის ძლიერი მდებარეობა ყოველთვის გვაძლევს სენსიტიურ და ემოციურად აქტიურ ტიპებს. ამიტომ თუკი მთვარით კირჩხიბი, მორიელი ან თევზები ხართ შესანიშნავად დაიჭერთ "ტალღებს", რომელსაც გარშემო მყოფები აგზავნიან თქვენკენ, არც მათი თქვენ მიმართ დამოკიდებულების გამოცნობა გაგიჭირდებათ.

პლუტონი კი მედიუმის მონაცემებთან იმ კუთხით გახლავთ კავშირში, რომ ძლიერი პლუტონის მქონე ადამიანს ეძლევა უნარი აღიქვას მასებისგან წამოსული ენერგეტიკა. მას იდეალურად ესმის სოციუმის და შეუძლია ეს ნიჭი სათავისოდაც შესანიშნავად გამოიყენოს. ძლიერი პლუტონის მქონე ადამიანი ყოველთვის ფლობს განკურნების ნიჭს (როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური კუთხით). შესაბამისად, მათ ვისაც პლუტონი მორიელში, ვერძში ან 1-8 სახლებში ჰყავს განთავსებული, გააჩნიათ ნიჭი ზემოქმედება მოახდინონ ადამიანების ცნობიერებაზე.

რაც შეეხება უშუალოდ მედიუმის შესაძლებლობებს, საიმისოდ, რომ ადამიანის მედიუმობა "ბეჭედით დავადასტუროთ" ზემოთ ხსენებულ მონაცემებთან ერთად რეალური დამამტკიცებელი ფაქტებიც ესაჭიროება. მედუიმის შესაძლებლობები, ზოგიერთი ინდივიდის შემთხვევაში ხშირად ლეტანტური ფორმით არსებობს მის "გამოღვიძებამდე", ამგვარი გამოღვიძების მიზეზი კი ხშირად მოულოდნელი სულიერი ტრავმა, ძლიერი ემოციური შოკი ან განსაცდელი ხდება. ამიტომ მედიუმის თვისებებს ზოგიერთი ცხოვრების მეორე ნახევარში იძენს, თუმცა მასში ეს ნიჭი შესაძლოა დაბადებიდან არსებობს "დაკონსერვებული სახით".

როგორც ცნობილია, მსოფლიოში სახელგანთქმულ ბულგარელ მედიუმს ვანგას წინასწარმეტყველების უნარი დაბრმავების შემდეგ განუვითარდა, ხოლო არანაკლებ ცნობილი ასტროლოგი და მისტიფიკატორი სერგეი ვრონსკი საკუთარ თავში რენტგენული ხედვის უნარს და გარდაცვლილებთან უშუალო კონტაქტზე გასვლის ნიჭს, ბავშვობაში გადატანილ დიდ ემოციურ სტრესს უკავშირებდა (ვრონსკის ოჯახი მეფის რუსეთის დროს ამოხოცეს, ბიჭუნა კი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს ძიძის დახმარებით).

მედუიმების რამდენიმე კონკრეტული კატეგორია არსებობს:

გრძნობითი მედიუმები – ამგვარი ტიპის მედიუმს გრძნობითი ფუნქციები აქვს აქტიური, თუმცა მას უჭირს მიღებული ინფორმაციის კრისტალიზაცია. შესაბამისად, თუ იგი არ მუშაობს საკუთარი ნიჭის გაღრმავებაზე, დროთა განმავლობაში ეს მონაცემები ქრება.

სმენითი მედიუმები – ასეთ ხალხს ხშირად ხმების სახით ეძლევა ინფორმაცია იმ სამყაროდან, რომელიც თვალით არ ჩანს. ისინი საკუთარ ცნობიერებაში მოულოდნელად გაჩენილ ხმოვან სიგნალებსაც მიჰყვებიან ამა თუ იმ ადამიანზე ინფორმაციის მოსაპოვებლად. სპეციალისტების მტკიცებით ამგვარი ნიჭის მქონე მედიუმი ხშირად არჩევს ხმებს მათი ენერგეტიკიდან გამომდინარე და უშეცდომოდ შეუძლია დასვას დიაგნოზი მხოლოდ და მხოლოდ ფონო-ჩანაწერის მიხედვით (ადამიანის ხმის მოსმენით) თუ როგორია იგი.

ვერბალური მედიუმები – ასეთი სახის მედიუმის ნიჭი გულისხმობს ე.წ. "სხვისი პირით მეტყველების უნარს". ეს საკმაოდ იშვიათი ნიჭია, რომლის დროსაც მედიუმი ამა თუ იმ პიროვნების სახელით იწყებს საუბარს და უკავშირდება კონკრეტულ ადრესატებს.

ხედვითი მედიუმები – ხედვითი ნიჭის მქონე მედიუმები, მხოლოდ ვიზუალურ იმიჯს ხედავენ. ამიტომ მათ მიერ მიღებული ინფორმაცია ეყრდნობა მხოლოდ სულებისა და ეთერული სხეულების ხედვის უნარს. თუმცაღა ამგვარი ნიჭი ადამიანში პერიოდულად ვლინდება, მაშინ როცა იგი ენერგეტიკულად აქტიურ ველში იმყოფება.

პნევმატოგრაფი მედიუმები – მედიუმების ყველაზე იშვიათი კატეგორიაა. ასეთი ადამიანები ინფორმაციას მიღება-გადაცემას ახერხებენ მხოლოდ და მხოლოდ წერილობითი ფორმით. მათ შეუძლიათ ტრანსში ყოფნის დროს, სუფთა ფურცელზე საკმაოდ დიდი რაოდენობის ინფორმაცია გადმოიტანონ ამასთან სხვადასხვა კალიგრაფიით.

მკურნალი მედიუმები – მათ რიცხვს განეკუთვნება ზემოთ ხსენებული ვრონსკი და საქვეყნოდ ცნობილი ვანგა. ასეთი ადამიანები დაჯილდოებულნი არიან ე.წ. "რენტგენული" ხედვის ნიჭით. ისინი ასევე ხედავენ ადამიანის აურას და ორგანიზმში არსებულ დაზიანების კერებს, რაც საშუალებას აძლევს მათ უშეცდომოდ დასვან დიაგნოზი და უმკურნალონ სხვებს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?