სტრესთან ბრძოლის მეთოდები - რჩევები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სტრესთან ბრძოლის მეთოდები  - რჩევები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მაშ რა უნდა ვქნათ მაშინ, როცა მუდმივად გვიწევს დაძაბულ სამუშაო გრაფიკში მუშაობა, ოჯახური საქმეების მოგვარება და სხვადასხვა წვრილმან-მსხვილმან საკითხზე დარდი? ასტროლოგები ამ მხრივ საკმაოდ ეფექტურ და რაც მთავარია მარტივ ხერხს გვთავაზობენ სტრესისგან გასათავისუფლებლად.

როგორც ვიცით, ზოდიაქოს თორმეტი ნიშანი ოთხ ძირითად სტიქიად იყოფა.

ცეცხლი (ლომი, ვერძი, მშვილდოსანი),

წყალი (კირჩხიბი, მორიელი, თევზები),

ჰაერი (ტყუპი, სასწორი, მერწყული)

მიწა  (კურო, ქალწული, თხის რქა).

აქედან გამომდინარე, იმის მიხედვით თუ რომელ სტიქიას განეკუთვნება თქვენი ზოდიაქოს ნიშანი, შეგიძლიათ შესაბამისი ფორმა მონახოთ სტრესთან და ემოციურ დაძაბულობასთან საბრძოლველად.

თუ თქვენ ცეცხლის სტიქიას განეკუთვნებით – სტრესთან ბრძოლაში ნებისმიერი პროცედურა დაგეხმარებათ რაც ცეცხლთან კავშირშია – იქნება ეს ანთებულ ბუხართან მყუდროდ მოკალათება თუ სანთლის ალისთვის ცქერა, ცეცხლის ნიშნის წარმომადგენელი ადამიანისთვის თავად ცეცხლი ატარებს ე.წ. "გამტარის" ფუნქციას. ამიტომ, როცა ხვდებით რომ ნერვული დაძაბულობა პიკს აღწევს თქვენ ცხოვრებაში, კონცენტრირდით ცეცხლზე და მის ალს გაატანეთ წარმოსახვით საკუთარი ნეგატიური ფიქრები.

იმ შემთხვევაში თუ თქვენი სტიქია წყალია – სტრესთან საბრძოლველად საუკეთესო გზა ნებისმიერი წყლის პროცედურა იქნება. ეს შეიძლება იყოს აუზი, ტბაზე ან მდინარეზე წასვლა სათევზაოდ ან უბრალოდ თბილი აბაზანა საღამოს საათებში, დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ. წყლის გამტარი ფუნქცია თქვენ შემთხვევაში, ყოველგვარი სახის უარყოფითი ენერგეტიკის მოხსნაში შეგიწყობთ ხელს. ერთადერთი რაც ამ დროს მკაფიოდ არარეკომენდირებულია ეს არის სასმელი. მართალია, ისიც "თხიერი ნივთიერებების" რიგში შედის, მაგრამ სტრესთან ბრძოლაში წყლის სტიქიის ნიშნებს ალკოჰოლის დიდი დოზა ნაკლებად უწყობს ხელს.

იმ შემთხვევაში თუ თქვენი სტიქია მიწა გახლავთ – საუკეთესო ანტიდეპრესანტი მებაღეობა, ოთახის ყვავილების მოვლა ან უბრალოდ ქვიშაში ხელის ფათური იქნება. გახსოვდეთ, რომ მშობლიურ სტიქიას შესანიშნავი "გამტარი ფუნქცია" გააჩნია თქვენთვის, ამიტომ ყოველ გადარგულ მცენარესთან ერთად, თქვენი ნეგატიური განწყობაც იკლებს. ხოლო თუ იმას შეძლებთ რომ ქვიშაში ირბინოთ კიდეც რაღაც პერიოდი, ეს საუკეთესო განტვირთვა ლამის მთელი წლის მანძილზე დაგმუხტავთ დადებითი ენერგეტიკით.

დაბოლოს, თუ თქვენი სტიქია ჰაერია – სტრესთან ბრძოლის საშუალებად თქვენთვის ნებისმიერი სახის ატრაქციონი შეიძლება იქცეს, რომელიც "მიწიდან მოწყვეტის" ილუზიის შექმნაში შეგიწყობთ ხელს. მშობლიურ სტიქიასთან უშუალო შეხება საუკეთესო ანტიდეპრესანტია ჰაერის სტიქიის თითოეული წარმომადგენლისთვის. განსაკუთრებით უშიშრებს კი მათ შორის, ასტროლოგები დელტაპლანით ან პარაშუტით ფრენას ურჩევენ, სტრესული მდგომარეობის მოსახსნელად.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?