ზოდიაქოს ნიშანი და ეჭვიანობა ანუ არის თუ არა თქვენში ოტელოს მონაცემები
ზოდიაქოს ნიშანი და ეჭვიანობა ანუ არის თუ არა თქვენში ოტელოს მონაცემები
ზოგს მიაჩნია, რომ ეჭვიანობა სიყვარულის თანმდევი მოვლენაა, ზოგი კი თვლის, რომ ამ გრძნობით კომპლექსების მქონე ხალხი იტანჯება მხოლოდ. როგორ ფიქრობთ თქვენ? ნამდვილი სიყვარული ხომ საყვარელი ადამიანის დაკარგვის გარკვეულ შიშსაც მოიაზრებს თავის თავში და თუკი დაკარგვა არ გაშინებთ ე.ი. გრძნობაც არ არის ნადვილი და წრფელი.
ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ზოგადად ეჭვიანობის გრძნობით ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანი შეიძლება დაიტანჯოს იმ შემთხვევაში, თუკი ურთიერთობა კარმული და დესტრუქციულია. თუმცა არსებობენ კონკრეტული ნიშნები, რომელთაც ერთმნიშვნელოვნად ძალზე ეჭვიანი და მესაკუთრე ბუნება გააჩნიათ.

ყველაზე ეჭვიანთა რიგში შედიან მორიელის, კირჩხიბისა და კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები. ამ ხალხში განსაკუთრებული სიძლიერით ვლინდება ეჭვიანობა ამ სიტყვის პირდაპირი და კლასიკური გაგებით. ამასთან, კუროს მესაკუთრული გრძნობები ამოძრავებს, პრინციპით – "რაც ჩემია, ჩემთან უნდა იყოს", მორიელს კი დესტრუქციული ბუნება უბიძგებს ეჭვიანობისკენ. მას ზოგადად ახასიათებს ეჭვი შეიტანოს ყველასა და ყველაფერში ამქვეყნად. შეიძლება თამამად ითქვას, ისიც რომ ურთიერთობა, სადაც დრამა და ეჭვიანობის მხურვალე სცენები არ ფიგურირებს, მორიელის ნიშნით დაბადებულისთვის აბსოლუტურად უინტერესოც კი ხდება. შესაბამისად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეჭვიანობა და სიყვარული მორიელისთვის სინონიმებია. დაახლოებით იგივეს თქმა შეიძლება კირჩხიბის შემთხვევაშიც, იმ განსხვავებით, რომ მორიელს უნარი აქვს იქეთ ტანჯოს პარტნიორი ემოციურად, ხოლო კირჩხიბს პირიქით გარკვეული მაზოხისტური მიდრეკილებები ახასიათებს და ხშირად თავადაა მსხვერპლი სასიყვარულო ურთიერთობისას.

იმპულსური და ეჭვიანი ადამიანების სიაში შედიან ასევე ვერძისა და მშვილდოსნის ნიშნით დაბადებული ადამიანები. თუმცა, მათთან ეჭვიანობის მომენტს ყოველთვის ახლავს თან სპონტანურობის მოთხოვნილება. ისინი ხშირად აბსოლუტურად დაუფიქრებლად ეშვებიან თავით ახალ რომანებში ან ყვებიან წამიერ გატაცებებს, რის ხარჯზეც უკვე არსებულ ურთიერთობას უთხიან ძირს. თუმცა ამ ორი ნიშნის შემთხვევაში პატიების კოეფიციენტი ძალზე მაღალია, ვერძსაც და მშვილდოსანსაც გააჩნია საკმაოდ მიმტევებელი ბუნება რის ხარჯზეც ნებისმიერი
You must have Flash Player installed in order to see this player.
სიტუაციის განეიტრალება ხდება შესაძლებელი.

ყველაზე ნაკლებად ეჭვიანობის გრძნობით და ზოგადად მესაკუთრული თვისებებით, როგორც აღმოჩნდა ჰაერის სტიქიის წარმომადგენლები – ტყუპი, მერწყულები და სასწორები იტანჯებიან. "ჰაერებს" ყველაზე კარგად ესმით სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპი ურთიერთობაში და მიაჩნიათ, რომ ამქვეყნად ვერავინ, ვერავის დაკარგავს, იმიტომ რომ არც არავინ არავის ეკუთვნის რეალურად. აქედან გამომდინარე, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ყველაზე ლოიალური მიდგომა გააჩნიათ ეჭვიანობის ფენომენის მიმართ და უფრო მეტიც, იშვიათად იტანჯებიან მისით.


თავმოყვარეობისა და სიამაყის საკითხს ეჭვიანობაზე მაღლა აყენებენ ლომები და თხის რქები. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ამ ხალხს საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში არ გააჩნია, არა, უბრალოდ მათ საკუთარი ღირსების შეგრძნება გაცილებით უფრო მეტი უღირთ. შესაბამისად, ღალატის მცდელობის შემთხვევაშიც კი ერთხელ და სამუდამოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების მოსმენის გარეშე ტოვებენ "ბრძოლის ველს". მათთვის მარტო ყოფნა უფრო ასატანია ვიდრე მუდმივი ეჭვიანობის სცენები და გაურკვევლობა.

დაბოლოს, საინტერესოდ გამოხატავენ ეჭვიანობას ქალწულისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ინდივიდები. ორივე ნიშანს პარტნიორის მიმართ უსაზღვრო თავდადება და ზრუნვის მომენტი გააჩნია, თუმცა სწორედ ეს ხდება ხშირად იმის მიზეზი, რომ მათი თავდადება ჯეროვნად არ ან ვერ ფასდება. თუმცა ეჭვიანობის თემას რაც შეეხება, ქალწულიცა და თევზებიც ხანგრძლივი ვადით ვერ ახერხებს თუნდაც მოღალატე და არასტაბილური პარტნიორის მოშორებას თავიდან. პირველის შემთხვევაში მიჩვევა მოქმედებს (ქალწული ხომ ძნელად ეჩვევა ყველაფერს, მაგრამ თუ ეჩვევა გადაჩვევა უძნელდება), მეორეს შემთხვევაში კი ემოციური მიზიდულობაა ძლიერი და ეს ართულებს საქმეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ასევე დაგაინტერესებთ