ერთგულების უნარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ერთგულების უნარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
როგორ ფიქრობთ, ბუნებით ერთგული ადამიანი ხართ? როგორც ფსიქოლოგები და ასტროლოგები ამტკიცებენ, ადამიანში ერთგულების უნარს ჰოროსკოპის ნიშნისთვის დამახასიათებელი შტრიხებიც დიდწილად განაპირობებს. თუმცა, მოგეხსენებათ არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშე. ამიტომ ქვემოთ მოყვანილ სტატისტიკას განსაკუთრებული ემოციით ნუ მოეკიდებით, თუკი თქვენი თავი არცთუ მონოგამიურ ნიშნებს შორის აღმოაჩინეთ. გახსოვდეთ, რომ სადაც სიყვარულია იქ ვარსკვლევების გავლენა დამატებითი კომპონენტია მხოლოდ და სხვა არაფერი.

ზოდიაქოს ნიშები, ოთხ სტიქიად იყოფიან: ცეცხლი, მიწა, ჰაერი და წყალი. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ძირითად შემთხვევაში მმართველი სტიქია განაპირობებს იმას, თუ რამდენად მონოგამიური შეიძლება იყოს ესა თუ ის პიროვნება. ასე მაგალითად, ცეცხლის ნიშნებს - ლომებს, ვერძებსა და მშვილდოსნებს ურთიერთობაში მუდმივად სჭირდებათ "საწვავი", რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხის ერთგულებას მუდმივად "დამსახურება" უნდა პარტნიორის მხირდან. თუკი ვერძს, ლომსა და მშვილდოსანს პარტნიორი მოდუნების საშუალებას არ აძლევს, მათი მხრიდან ღალატის ფაქტებიც ცოტა იქნება. თუმცა ამ სამეულში შემავალი ერთი ნიშანი - მშვილდოსანი, მუტაბელურ (ცვალებად) ნიშნებს განეკუთვნება, ამიტომ მისი მხრიდან ერთგულების იმედი მაინც ნაკლებად უნდა გვქონდეს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მას მარტივად ბეზრდება თუნდაც ყველაზე იდეალური პარტნიორი და გული ახალ-ახალი საკბილოების საძებნელად მიუწევს. ამ სამეულიდან ყველაზე ერთგული ლომი გახლავთ. ფიქსირებული ნიშნის წარმომადგენელია შესაბამისად, ყველაზე მეტად შეუძლია უერთგულოს ნამდვილ სიყვარულს.

ყველაზე ერთგულთა კატეგორიაში ასტროლოგები მიწის სტიქიის ნიშნებს - კუროებს, თხის რქებსა და ქალწულებს მოიაზრებენ. მმართველი სტიქიიდან გამომდინარე მიწის ნიშნები ძნელად იცვლიან მიდრეკილებებსა და შეხედულებებს. ეს მათ ემოციურ სფეროსაც შეეხება. სამაგიეროდ, ეს ხალხი ცხოვრების მეგზურსაც ძნელად და დიდი ფიქრის შემდეგ ირჩევს. ამ სამეულს შორის, ყველაზე მეტად პოლიგამიისკენ მიდრეკილი ქალწულის ზოდიაქო შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ისიც მშვილდოსანთან ერთად მუტაბელურ (ცვალებად) ნიშნებს განეკუთვნება. შესაბამისად, გააჩნია მიდრეკილება სიახლეების ძიებისკენ. ყველაზე ერთგული კი თხის რქაა. კარდინალური ნიშნის ტიპური წარმომადგენელი - ძნელად უყვარდება, მაგრამ საკუთარი გრძნობების ერთგულია წლების მანძილზე.

რაც შეეხებათ ჰაერის ნიშნებს ანუ ტყუპს, მერწყულებსა და სასწორებს. ისინი ე.წ. "შავ სიაში" შედიან იმის გამო, რომ მმართველი სტიქიის გავლენით ძნელად ახერხებენ ერთ პარტნიორზე შეჩერებას განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში. გამოირჩევიან ცვალებადობითა და არაპროგნოზირებადი ბუნებით. განსაკუთრებით პრობლემატური ამ მხრივ ტყუპის ზოდიაქოს ნიშანია. ამ ხალხს მალე ბეზრდება ყველაფერი, მათ შორის ქორწინების პარტნიორიც და ბევრი ფიქრის გარეშე ანგრევენ ოჯახს. ყველაზე ერთგულად ამ სამეულს შორის შეიძლება სასწორი ჩაითვალოს. ამ ადამიანებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, ამასთან ერთად სასწორი კარდინალური ნიშნების რიცხვს განეკუთვნება, რის ხაჯზეც ხშირად ხმაურიან განქორწინებას ურჩევნია, ჰარმონია შეინარჩუნოს პარტნიორთან.

დაბოლოს, არცთუ მაინცდამაინც საიმედოთა კატეგორიას განეკუთვნებიან წყლის სტიქიის წარმომადგენლები - კირჩხიბები, მორიელები და თევზები. მათთვის ურთიერთობაში მთავარია ემოციური კავშირი და ერთიანობა, თუ ეს აკლიათ მარტივად შეიძლება აღმოჩნდნენ სხვა პარტნიორის ემოციურ ველში რის ხარჯზეც იწყება დიდი მიჯაჭვულობა. ყველაზე ერთგულად ამ სამეულში შეგვიძლია კირჩიბი მივიჩნიოთ. იგი კარდინალური ნიშნების რიცხვს განეკუთვნება ამიტომ საკმაოდ კარგად შეუძლია ერთგულება, თუკი პარტნიორი შესაბამის სითბოსა და ემოცებს არ აკლებს. შედარებით ცვალებადია მორიელი. მართალია, მას აქვს უნარი დიდი სიყვარული ატაროს გულით, თუმცა ხშირად იტანს ვნებები და სურვილს სამაგიერო გადაუხადოს პარტნიორს წყენის გამო, მიჰყავს იგი ღალატამდე. რაც შეეხება თევზებს, ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ წყლის ნიშნებში, ყველაზე ნაკლებად საიმედო ზუსტად რომ თევზების ზოდიაქოა. ამასთან ერთად, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ გულით თევზები იშვიათად ღალატობს და მისი მხრიდან ღალატის ფაქტი ყოველთვის დაკავშირებულია დაბნეულობასთან. ზოგჯერ თევზს თავადაც ვერ გაუგია რა სურს ან ვისთან ერთად სურს ცხოვრებს გატარება. ეს კი საკმარისი მიზეზია ღალატის გასამართლებლად.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში
ასევე დაგაინტერესებთ