ზოდიქოს ნიშნები რომლებიც მტრად არასოდეს უნდა გადაიკიდოთ

 ზოდიქოს ნიშნები რომლებიც მტრად არასოდეს უნდა გადაიკიდოთ

ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, მარტივია იმის დადგენა რამდენად საშიში მეტოქე შეიძლება იყოს თქვენთვის ესა თუ ის ადამიანი, როგორც პირადი, ისე პროფესიული ურთიერთობების კუთხით. არსებობს ზოდიაქოს ”განსაკუთრებული მძიმე არტილერია”, რომელიც თავის რიგებში სამ ნიშანს აერთიანებს. ეს ის ხალხია, ვინც წაგებას ძნელად ეგუება, ვერ იტანს ღია კონკურენციას და მარტივად არასოდეს ავიწყდება წყენა. შესაბამისად, სასურველია, თუკი თქვენ ამ ჩამოთვლილ სიაში მოხვდით იზრუნოთ ხასიათის უარყოფითი თვისებების დაბალანსებაზე, იმიტომ რომ ნეგატიური აზრებსა და ფიქრებს, როგორც წესი კოსმოსი უკან ბუმერანგივით აბრუნებს. ხოლო მათ, ვისაც პროფესიული ან პირად ურთიერთობა აქვს ჩამოთვლილ სამეულთან, ვურჩევ, ამ ხალხთან ურთიერთობას მაქსიმალური წინდახედულებით და სიფრთხილით მოეკიდონ. როგორც ამბობენ, ”კვამლი უცეცხლოდ არასოდეს ჩნდება”.

მაშ ასე, მტრად და მეტოქედ სასურველია არასოდეს გადაიკიდოთ სამი ზოდიაქოს ნიშანი:

კირჩხიბი 97% - როგორც დაკვირვებები ცხადყოფს, ერთი შეხედვით დაუცველი, დეპრესიული, მუდამ მოწუწუნე და აპათიური პერსონის მიღმა ხშირად აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი ინდივიდი იმალება. კირჩხიბი განსაკუთრებით საშიშია მაშინ, თუკი თქვენ რაიმე ფორმით მისი ოჯახის წევრებს ან ახლობელ ადამიანებს, მათ ინტერესებს ან უსაფრთხოებას ეხებით. ასეთ დროს ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ყველაზე მზაკვრულ საქციელზეა წამსვლელი. თანაც ისე, რომ დიდი ხნის მანძილზე ვერ გაიგებთ ვინ და რატომ გაგიკეთათ ცუდი ზურგს უკან.

მორიელი 88% - კირჩხიბისგან განსხვავებით, როგორც წესი, ღია ბრძოლა სჩვევია. ყოველ შემთხვევაში, როცა მიყენებული წყენის გამო სამაგალითოდ დაგსჯით - და ეს აუცილებლად მოხდება, იმ სიამოვნებაზე არასოდეს იტყვის უარს მოვიდეს და საკუთარი უპირატესობა დაგიფიქსიროთ - როგორც გამარჯვებულმა დამარცხებულს. მორიელის გადამტერება ორი მიზეზით შეიძება - ერთი პროფესიული სარბიელია, მეორე კი პირადი ურთიერთობები. პროფესიულ სფეროში მას ყველაზე ბინძური მეთოდებიც კი მიაჩნია გამართლებულად. რადგან მიიჩნევს, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. რაც შეეხება პირადს, აქ იგი გაცილებით უფრო ღიად მოქმედებს და იშვიათად მიდის კომპრომისზე. ამიტომ მორიელთან კონფლიქტს ამ მხრივ, მასთან სრული კაპიტულაცია ჯობია. იმიტომ რომ ”წაქცეულის ცემა” მისი სტილი არ გახლავთ.

მშვილდოსანი 80% - უცანურია, მაგრამ ფაქტია, ერთი შეხედვით გულღია და მეგობრული მშვილდოსნები ხშირად ძალზე საშიშ მტრებად და მოწინააღმდეგეებად შეიძლება იქცნენ ბევრისთვის. ამის მიზეზი კი ხშირად არც მეტი არც ნაკლები - იდეოლოგიური პრინციპებია. მშვილდოსანი ერთ-ერთი, ყველაზე დიდი იდეალისტია ამქვეყნად. ამიტომ მისი შეხედულებების, რწმენის პრინციპებისა და ფასეულობების დაცინვას იგი არასოდეს, არავის აპატიებს. თუმცა, შურისძიება ამ ნიშანს, კირჩხიბისა და მორიელისგან აბსოლუტურად განსხვავებული ახასიათებს. იგი ყოველთვის ცდილობს ”საჯაროდ” იძიოს შური მეტოქეზე. რაც იმით გამოიხატება, რომ ამ უკანასკნელის იმიჯის ლაფში ამოსვრაზე იზრუნებს პირველ რიგში მშვილდოსანი ყველაზე უკეთ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?