გამოთვალეთ გამდიდრების ნუმეროლოგიური კოდი
გამოთვალეთ  გამდიდრების ნუმეროლოგიური კოდი
რიცხვების მაგია უძველესი დროიდან იღებს სათავეს და დღევანდელობაშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპის ქვეყნებში. როგორც ნუმეროლოგები ამტკიცებენ, იმის მიხედვით, თუ როგორია ჩვენი დაბადების კოდი, შეგვიძლია გავიგოთ რა სახის ბიზნესსაქმიანობით შეიძლება ვიშოვნოთ ფული და ზოგადად, გვაქვს თუ არა შანსი საიმისოდ, რომ გავმდიდრდეთ.
საიმისოდ, რომ ჩვენი დაბადების კოდი გამოვთვალოთ, მიჰყევით მაგალითს:
ადამიანი, რომელიც დაიბადა 1972 წლის 15 ნოემბერს, ბედის კოდით 9-იანის მფლობელია.
ჯამური ციფრის გამოთვლა კი სრულიად მარტივად ხდება – 15 + 11 + 1972 = 1998 => 1 + 9 + 9 + 8 = 27 => 2 + 7 = 9
იმ შემთხვევაში თუ დაბადების მონაცემების ჯამი ორნიშნაა მაგ. 10, 20 ან 30 ის საბოლოო ერთნიშნა რიცხვამდე დაიყვანება მაგ. 1+0= 1

ახლა კი რეზულტატს გაეცანით:

ერთიანი თუა თქვენი ბედის კოდი

გამოკვეთილი ინდივიდუალისტი ხართ. ლიდერული თვისებების მქონე. მენეჯერის თვისებები გაგაჩნიათ. ამიტომ საჭიროა ისეთ სფეროებში იმოღვაწეოთ, რომელიც სხვების მართვას ეხება. თუმცა, აუცილებელია იშვიათად აიღოთ ვალები და ლოიალურობა გამოიჩინოთ ქვეშევრდომების მიმართ. მხოლოდ ასე შეძლებთ გამდიდრებას.


ორიანი
გუნდური მოთამაშე ხართ. უკიდურეს შემთხვევაში ფინანსები პარტნიორთან ერთად მაინც უნდა გამოიმუშაოთ. მარტო ვერაფერს მიაღწევთ ამ ცხოვრებაში. კარგად გამოიმუშავებთ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით ან საოჯახო ბიზნესის მეშვეობით. არანაკლებ მომგებიანია არქიტექტურა და დიზაინი.


სამიანი

ენთუზიასტი ადამიანი ხართ. ინტელექტუალი და ერუდიციის მოყვარული. ხშირად ისიც გაკმაყოფილებთ, რაც გააგაჩნიათ და არ გაქვთ ზედმეტი ფინანსური ამბიცია. თქვენთვის საუკეთესოა ჟურნალისტიკა, საგამომცემლო საქმე, ბეჭდური მედიის ნებისმიერი სფერო. ასევე დიპლომატის და კონსულტანტის საქმიანობა.

ოთხიანი

ნუ გეჩქარებათ გამდიდრება. ისწავლეთ ხანგრძლივვადიანი, შორსმიმავალი გეგმების დასახვა ფინანსურად. ნუ დახარბდებით მოკლევადიან და საეჭვო ფინანსურ გარიგებებს. თანდაყოლილი პასუხისმგებლობის გრძნობა გაგაჩნიათ, ამიტომ მეცენატის როლის მორგებით ნებისმიერ სფეროში თქვენ სერიოზულ კაპიტალს მოიზიდავთ თქვენკენ. გააკეთეთ ინვესტირება ნიჭიერ ადამიანებში.

ხუთიანი

თავისუფალი გრაფიკი ან საქმე, რომელიც თქვენთვის ჰობია, ეს არის ძირითადი საბადო სიმდიდრის მოსაზიდად. კარგი იქნება ისეთ საქმეს თუ აირჩევთ, რომელიც სწრაფად ადაპტირებას, მოქმედებას და გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს. ტურიზმი, ინტერნეტ-მარკეტინგი ან კომუნიკაციის სფერო აი, თქვენი ოქროს გასაღები ბიზნესში.


ექვსიანი

უნდა ისწავლოთ სხვების მსახურება. ეს ციფრი მედიცინის მუშაკებს და მომსახურებს სფეროს ადამიანებს აერთიანებს. ხალხს მოსწონს თქვენი დამამშვიდებელი აურა, რბილი ხმის ტემბრი, სითბო, რომელსაც უშურველად გასცემთ. აირჩიეთ ფსიქოლოგის პროფესია, დაკავდით ლექტორის კარიერით ან საგანმანათლებლო სისტემაში სცადეთ ინვესტირება.

შვიდიანი

მარტოხელა ხალხის ციფრია. ასეთ ადამიანებს უწევთ ცხოვრების გზა მარტომ გაიკაფონ და არავის იმედი არ ჰქონდეთ, საკუთარი ოჯახის წევრებისაც კი. თქვენთვის საუკეთესო გზა ფულის მოსაზიდად პოლიტიკაა. ზოგადად სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობით გამოიმუშავეს მსგავსი ტიპის ადამიანი ფულს.

რვიანი

საუკეთესო რიცხვია სხვისი ფულის მოსაზიდად. იქნება ეს დიდი ბიზნესი, საბროკერო ან სადაზღვევო საქმიანობა, დამკრძალავი მომსახურეობა. რვიანებს თანდაყოლილი ალღო გააჩნიათ დიდი ფულის საკეთებლად. ამიტომ მათთვის ჩვეულებრივი დაქირავებული მოხელის შრომა მომაბეზრებელი და არაფრის მომცემია. მეტიც ასე ისინი შესაძლოა გაღარიბდნენ საერთოდ. ამიტომ აუცილებელია მათთვის საკუთარი ბიზნესის წამოწყება.

ცხრიანი

კონსულტანტის, დიპლომატის, ფინანსური ანალიტიკოსის მონაცემები გაქვთ. თქვენი რჩევები შეგიძლიათ ფულად აქციოთ. ადამიანების მიმართ თუ მეტ მოთმინებას და თანადგომის უნარს გამოიმუშავებთ, თქვენი როგორც პიროვნების რესურსი ერთიათად დაფასდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
სხვა სიახლეები
ზოდიაქოს სამი ყველაზე  ჰუმანური და  ბედნიერი ნიშანი
ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშანი
ასევე დაგაინტერესებთ