ვექტორული კავშირები - Gone girl კირჩხიბი ქალის შურისძიება
ვექტორული კავშირები - Gone girl კირჩხიბი ქალის შურისძიება
ასტროლოგები თვლიან, რომ წყლის სტიქიის ნიშნებს - კერძოდ თევზებს, კირჩხიბებს და მორიელებს ყველაზე უფრო განვითარებული ფანტაზიის უნარი და წარმოსახვის უბადლო ნიჭი გააჩნიათ. სტიქია წყალი ადამიანებს უდიდესი ინტუიციით, სენსიტიურობით და ფსიქოლოგიური უნარებით აჯილდოებს.

ასე მაგალითად, თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა მწერალმა ქალმა  გილიან ფლინმა შექმნა შესანიშნავი დეტექტიური ნაწარმოები და უნიკალური პერსონაჟი - ვერაგი, დაუნდობელი, ამოუცნობი და სასტიკი ქალი, როზამუნდ პაიკის პერსონაჟი ფილმიდან "გაუჩინარებული", რომელიც მოღალატე ქმარზე შურისძიებას გასაოცარი მეთოდებით ანხორციელებს.

იცით ალბათ ეს ფილმი - გასული წლის ჰიტი, რომელმაც არაერთი მამაკაცი (კიდევ ერთხელ) დააფიქრა ქალთა სქესის გამჭრიახობასა და მუხანათობაზე. თუმცა, ყველაფერს აქვს თავისი, ლოგიკური მიზეზი.

არსებობს ქალების კატეგორია, რომელთაც განსაკუთრებული დამოკიდებულება და ემოციურ მიჯაჭვულობა უყალიბდებათ პარტნიორების მიმართ. თუმცა მაქსიმალისტური მიდგომის გამო, რაც არ უნდა დიდი იყოს მათი სიყვარული მეორე ნახევრისადმი ღალატს ვერასოდეს პატიობენ ამ უკანასკნელს. თუმცა იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა ქალი შესაძლებელია ვივარაუდოთ რა სახის ქმედებებზე წავა ეს უკანასკნელი მოღალატე ქმართან ანგარიშის გასასწორებლად.


Astrologia


ნაწარმოების გმირი ემი - რომელმაც ოჯახი საკუთარ მეუღლესთან ნიკთან, დიდი სიყვარულის საფუძველზე შექმნა, რაღაც პერიოდის მანძილზე ხვდება, რომ მეორე ნახევარს ის ძველებურად აღარ აინტერესებს. ემი გარეგნულად მშვიდი, შინაგანად კი საოცრად ემოციური და ეჭვიანი ინდივიდია.
ამაყობს ბავშვობის ასაკში მიღწეული წარმატებით და მუდმივად უსვამს ხაზს იმას, რომ მეუღლის გამო, რომელიც იძულებული გახდა ავადმყოფი დედის მოსავლელად საცხოვრებლად მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულიყო, მან საკუთარ პროფესიულ წინსვლაზეც კი უარი თქვა. თავგანწირულობა, ოჯახის ინტერესების საკუთარზე მაღლა დაყენება, ეჭვიანი ბუნება, ძლიერი ინტუიცია, მოთმინების უნარი და გასაოცარი სამსახიობო ნიჭი - ყველაფერი ეს ემის პერსონაჟში კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალის პორტრეტს ხატავს. საყოველთაოდ ცნობილია მორიელი ქალების შურისმაძიებლობის შესახებ. თუმცა, ასტროლოგიურად კირჩხიბი გაცილებით უფრო საშიში და ვერაგი ხდება, თუკი მას ვინმემ ემოციურად დიდი ტკივილი მიაყენა. ამასთან ერთად, ქალი მორიელი სულით მებრძოლი ინდივიდია, ემის გმირი კი ყველაფერს "შემოვლითი გზით" აკეთბს ისე, რომ კვალი იდეალურად წაშალოს და საკუთარი უდანაშაულობა საქვეყნოდ დაამტკიცოს. მორიელი, ამ შემთხვევაში აუცილებლად ღია ბრძოლას არჩევდა.

ემის გმირი ხანგრძლივი დროის მანძილზე დეტალურად გეგმავს საკუთარი "გაუჩინარების" სცენარს. ზუსტად კირჩხიბის თვისებაა ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ და კაპიტალურად დაგეგმოს. ის შესანიშნავად ახერხებს ითამაშორს კარგი ცოლისა და მომთმენი პარტნიორის როლი, მაშინაც კი, როცა ზუსტად იცის, რომ მეუღლე სხვა ქალთან ღალატობს - აქაც კირჩხიბია გამოკვეთილი. ლოდინი, ცივი გონებით გათვლა და შურისძიების ისეთ დროს განხორციელება, როცა მსხვერპლი ამას ყველაზე ნაკლებად ელის - ეს, დიახაც რომ, კირჩხიბის თვისებაა.

რაც შეეხება ნაწარმოების მეორე პერსონაჟს - ცოლისგან სამაგალითოდ დასჯილ და გაცუცურაკებულ, მკვლელის იარლიყმიკერებულ ნიკს. თუ კარგად დავაკვირდებით მისი ხასიათის შტრიხები დიდი დოზით ემთხვევა მშვილდოსნის ზოდიაქოსთვის დამახასიათებელ თვისებებს. ნიკი იდეალისტია, თავდავიწყებით უყვარდება თავდაპირველად ემი, თუმცა როგორც ყველა მშვილდოსანი რუტინას, ცხოვრებისეულ პრობლემებს და უმოქმედობას მიჰყავს იქამდე, რომ მარტივად ეძებს მეუღლის შემცვლელს გვერდზე. მშვილდოსნის სიმბოლო კენტავრია - ნახევრად ცხოველი, ნახევრად ადამიანი ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამრებს აქვთ ხასიათში როგორც ცხოველური, ისე გასაოცრად გალანტური თვისებები, ამიტომაც არის პერიოდულად ფილმის გმირი მეუღლის მიმართ უხეში და სასტიკი. კირჩხიბი ქალისთვის კი უხეშობა, მეუღლის მხრიდან დიდი ტრავმაა.

წყვილი მშვილდოსანი - კირჩხიბი ასტროლოგიურად ე.წ. "ვექტორული" ტიპის (მონა-ბატონი) კავშირს განეკუთვნება. სადაც კირჩხიბი დომინანტია, მშვილდოსანი კი მორჩილი. შესაბამისად, მამაკაცი მშვილდოსნისთვის, კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანზე დაბადებული ქალი სავსებით შესაძლებელია იყოს საბედისწერო, ფატალური პარტნიორი, რომელთან ურთიერთობამაც მას რეალურად ჭკუა უნდა ასწავლოს.


TOP თრილერის მეორე წიგნი "გაუჩნარებული ქალი" გამოდის 15 ივნისიდან. წიგნის ფასი 13.99 ლარი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ასტროლოგიური მოცემულობა არამხოლოდ
სხვა სიახლეები
ზოდიაქოს სამი ყველაზე გემოვნებიანი ნიშანი
ასტროლოგიური მოცემულობა არამხოლოდ
 ქმედებები რომელიც  კარმას და აურას გვიბინძურებს
ასტროლოგიაში ჩახედულმა ჩვენმა მკითხველებმა
ასევე დაგაინტერესებთ