როგორ მოვახდინოთ წარუშლელი შთაბეჭდილება ადამიანზე და პოზიტიურად დავამახსოვროთ თავი, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორ მოვახდინოთ წარუშლელი შთაბეჭდილება ადამიანზე და პოზიტიურად დავამახსოვროთ თავი, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

, რომ ახალგაცნობილ ადამიანთან პირველი შეხვედრისას მიღებული შთაბეჭდილება და დასკვნები, ხშირად გადამწყვეტი ფაქტორია ამ უკანასკნელთან ჩვენი ურთიერთობის განვითარებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ე.წ. "პირველი ეფექტის" თემა რომანტიკულ სფეროში და პოტენციურ დამქირავებლებთან გასაუბრებაზეა. ამიტომ ჩვენი საიტი დღეს სპეციალურად გთავაზობთ ინსტრუქციას, როგორ შექმნათ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთან განუმეორებელი "პირველი შთაბეჭდილება" და როგორ მოაწონოთ მას უპირობოდ თავი.

ვერძთან პირველი ნაცნობობისას ნუ შეეცდებით ინიციატივის მთლიანად თქვენს თავზე აღებას. თუმცა, ნურც ზედმეტ სიმორცხვეს გამოიჩენთ. ვერძს უყვარს ზომიერად თამამი, მაგრამ გულწრფელი და არაამბიციური ხალხი.

კუროსთან თქვენი პირველი შეხვედრისას ნუ იქნებით სიტყვაუხვი და ნუ აატკივებთ თავს თქვენი ამბების მოყოლით. შეინარჩუნეთ გონივრული დისტანცია, ხშირად გამოიყენეთ "ჟესტების ენა", რაც კუროების უმეტესობისთვის უფრო მისაღებია.

ტყუპთან პირველი ნაცნობობა შეგიძლიათ გემრიელი ჭორიაობის საბაბად აქციოთ. ამ ხალხს მოსწონს მოლაპარაკე ინდივიდებთან კომუნიკაცია. ამიტომ რაც იცით და რაც არა ყველაფერი გადმოულაგეთ.

კირჩხიბთან პირველი ნაცნობობის დროს სასურველია მოზომილი და ფრთხილი იყოთ ემოციებში. სასურველია, თუკი ყურადღებას გაამახვილებთ და ისაუბრებთ თქვენს ოჯახზე, აქვე თავად მასაც ჩაეკითხებით შვილების შესახებ, ის სიამოვნებით გადაგიშლით გულს ამ კუთხით და მის თვალში ნდობას მოიპოვებთ როგორც "ოჯახის ადამიანი".

ლომთან პირველ შეხვედრაზე იყავით ბუნებრივი, გაწონასწორებული და მშვიდი. არამც და არამც არ გამოამჟღავნოთ ზედმეტი ამბიცია, ნუ მოჰყვებით თავის ქებას (თუნდაც სავსებით საფუძვლიანად და არგუმენტირებულად). ხშირად შეაქეთ თანამოსაუბრე და მაქსიმალურად გაუსვით ხაზი იმას, რომ პატივისცემას იმსახურებს იგი თქვენს თვალში.

ქალწულთან ნაცნობობისას, პირველ რიგში ჰიგიენურობაზე იზრუნეთ. მასთან შეხვედრისას უზადოდ უნდა გამოიყურებოდეთ, ყველაზე დიდ ყურადღებას ქალწულები პიროვნების მოწესრიგებულობას აქცევენ. ამასთან ერთად, მან არც თქვენს პუნქტუალურობასა და ერუდირებულობაში უნდა შეიტანოს ეჭვი.

სასწორთან კარგი პირველ შთაბეჭდილების მოსახდენად აუცილებელია, რომ იყოთ მაქსიმალურად ღიმილიანი და დიპლომატიური. მოქნილობა და სირბილე ეს ის მთავარი კოზირია, რაც სასწორის გულის მოგებაში დაგეხმარებათ.

მორიელს რომ პირველივე შეხვედრაზე თავი მოაწონოთ, საკმაოდ რთული საკითხია. ამიტომ ზედმეტად ნურც ეცდებით ამას. აჯობებს გაცნობისას გონივრული დისტანცია დაიჭიროთ. თავშეკავებულობა, სიმშვიდე და საკუთარი თავის ფლობის კარგი უნარი, უკვე პლუსია თქვენს სასარგებლოდ მორიელის თვალში. დანარჩენს კი დრო გიჩვენებთ.

მშვილდოსანის მოხიბვლა პირველ შეხვედრაზე მარტივია გულწრფელობის, კარგი იუმორის და გულითადობის ხარჯზე. თუკი თქვენ მხიარული, ბავშვურად ოპტიმისტი და გულღია ადამიანი ხართ, მშვილდოსანს უმალ მოეწონებით.

თხის რქასთან პირველი ნაცნობობა, აუცილებელია, რომ ეტიკეტის ნორმების გათვალისწინებით შედგეს. სასურველია, თუკი ახალგაცნობილ თხის რქას, საკუთარი პროფესიული მიღწევებით ან კარგი გენეოლოგიური წარმომავლობით მოაწონებთ თავს.

მერწყულთან პირველი ნაცნობობისას, მაქსიმალურად აამუშავეთ კრეატივი. რაც უფრო ორიგინალურად გამოხატავთ და წარადგენთ თქვენს პიროვნებას, რაც უფრო "ამოვარდნილი" იქნებით მასისგან მით უფრო მეტად მოეწონებით მერწყულს. მას ხომ არაორდინალური ხალხი მოსწონს.

დაბოლოს, თევზებთან პირველი შეხვედრისას, მოემზადეთ საიმისოდ, რომ ფაქტობრივად მთელი შეხვედრის მანძილზე თქვენ ილაპარაკებთ. ტიპურ თევზს მსმენელის როლი ურჩევნია ყოველთვის. ამასთან ერთად, მის სახეზე ძნელად ამოიკითხავთ მოეწონეთ თუ არა რეალურად. თუმცა, თუკი მომდევნო დღეებში მან ისევ გამოთქვა თქვენი ნახვის სურვილი, ე.ი. "თავი ქუდში გქონიათ".

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?