ფატალური რომანი თუ უბრალოდ მეგობრობა - როგორ მოქმედებს მთვარის ციკლი ახალ ნაცნობობაზე

ფატალური რომანი თუ უბრალოდ მეგობრობა - როგორ მოქმედებს მთვარის ციკლი ახალ ნაცნობობაზე

ხდება ხოლმე, რომ თითქოს ჩვეულებრივი ნაცნობობა ხშირად საოცრად რთულ ურთიერთობაში გადაიზრდება და შესაძლოა ამ ფატალური რომანის დასასრული წლების მანძილზეც კი გაიწელოს. თუმცა, შესაძლებელია ალტერნატიული ვარიანტიც - ახალგაცნობილ ადამიანთან, რომელთან პაემანზეც გულის ფანცქალით მოიჩქარით, სამომავლოდ მარტოოდენ კარგი მეგობრობა ჩამოგიყალიბდეთ.

თურმე ნუ იტყვით და ყველაფერში მთვარე, უფრო სწორად მთვარის კონკრეტული ფაზები ყოფილა დამნაშავე. ამიტომ სამომავლო ურთიერთობის ხარისხსა და სცენარზე რომ ზუსტი წარმოდგენა შეგექმნათ, აუცილებელია იცოდეთ როდის შედგა თქვენი პირველი პაემანი.

თუკი თქვენი პაემანის პერიოდი (პლუს-მინუსი ორი დღე წინ და უკან) ახალმთვარეობას დაემთხვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობა მალე არ დასრულდება. შესაძლებელია ეს მხოლოდ მეგობრული კონტაქტები იყოს სამომავლოდ, თუმცა უახლოესი ერთი თვე მაინც ამ ყველაფერს ინტენსიური სახე ექნება. თუმცა, აქვე უნდა გახსოვდეთ, რომ ასტროლოგიურად ახალ მთვარეზე გაცნობილი ადამიანებისგან ჩვენს ცხოვრებაში სახიფათო ენერგიაც იჭრება. შესაძლოა თქვენი ახალი თაყვანისმცემელი კრიმინალი იყოს, ჰყავდეს კანონიერი ქმარი ან ცოლი, ან უბრალოდ საეჭვო წარსული ქონდეს.

მთვარის პირველ მეოთხედში (ფაზაში) თუ მოხდა გაცნობა, ხშირად პოტენციური პარტნიორი ასაკით უმცროსი აღმოჩნდება ხოლმე. ის შესაძლოა რაიმე ტიპის, კომუნიკაციის სფეროში მუშაობდეს ან უბრალოდ ძალზე მოლაპარაკე ინდივიდი იყოს. ეს საკმაოდ ჰარმონიული და კარგი კავშირის დასაწყისია, რომელიც მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ინტერესებსა და ფასეულობებზე იქნება დაფუძნებული.

მთვარის მეორე ფაზა სავსემთვარეობამდე პერიოდს მოიცავს . ამ მონაკვეთში გაცნობილი ადამიანები ერთმანეთთან გენდერული ბალანსის სრული დაცვით თანაარსებობენ სამომავლოდ. ეს ისეთი ტიპის პარტნიორია, რომელიც კოსმოპოლიტურად აზროვნებს და იშვიათად ეცდება შეგზღუდოთ თავადაც ამ მხრივ. თუმცა, ურთიერთობაში ვნება ნაკლებად იქნება. სამაგიეროდ, შესაძლოა, სიტუაცია ე.წ. "გათვლით ქორწინების" კონდიციამდეც მივიდეს საბოლოოდ.

დაბოლოს, თუკი პირველი პაემანი მაინცდამაინც სავსემთვარეობას დაამთხვიეთ - იცოდეთ, რომ თქვენს ცხოვრებაში დიდი ვნება, ემოციები და არაპროგნოზირებადი კავშირები მოდის. ეს შესაძლოა იყოს რომანი სტატუსით არცთუ მთლად თავისუფალ პარტნიორთან, ან ადამიანთან, რომელიც გასაოცარი ქარიზმატულობით, თუმცა ძალზე რთული ხასიათით გამოირჩევა. ურთიერთობები დაფუძნებული იქნება ვნებასა და მიზიდულობაზე, რომლის ახსნაც არც ერთ პარტნიორს არ ხელეწიფება. თუმცა, აქვე ისიც უნდა გითხრათ, რომ ამ კავშირმა შესაძლოა სამომავლოდ სიყვარულიდან დიდ სიძულვილამდე განიცადოს ტრანსფორმაცია. ასე რომ, სავსე მთვარესთან ფრთხილად!!!

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?