რა ხანგრძლივობის სიცოცხლე გელით - ამას თქვენი ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს

რა ხანგრძლივობის სიცოცხლე გელით -  ამას თქვენი ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს

გარდაცვალების თემა ერთობ უსიამოვნო რამაა, მაგრამ როგორც სიცოცხლე, ისე სიკვდილი გარდაუვალი და კანონზომიერი მოვლენაა ამ სამყაროში. ადამიანები, იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით მოევლინენ ქვეყანას, სხვადასხვა სასიცოცხლო პოტენციალის მფლობელები არიან. თუმცა, მეტი კონკრეტიკისთვის, რაღა თქმა უნდა, პირადი რუკის დეტალური ანალიზია საჭირო. ამჯერად კი მოდით, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ზოგადად განვიხილოთ ის, თუ რა სასიცოცხლო ლიმიტს ფლობს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებული ადამიანი და ძირითადად, რა სახის საფრთხეებს იზიდავს იგი.

ვერძი

ძირითადად კარგი სასიცოცხლო პოტენციალი აქვს. გამოირჩევა მაღალი სიცოცხლისუნარიანობითა და ამტანობით. თუმცა, იზიდავს ხიფათს, უყვარს ექსტრიმი. ამიტომ ხშირად ხდება ავტოავარიებისა და კონფლიქტების მსხვერპლი.

კურო

მისი სისუსტე ყელი, ფარისებრი ჯირკვალი და ჭარბი წონის პრობლემაა. ზოგადად ჯანმრთელი ორგანიზმი აქვს, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი ორგანოების მიმართ უყურადღებობას ხშირად მიჰყავს იგი სავალალო შედეგამდე.

ტყუპი

ერთი შეხედვით ენერგიული და აქტიური ჩანს. მაგრამ ძალიან სუსტი ნერვული სისტემა გააჩნია, რის გამოც მიდრეკილია ვეგეტონერვოზისკენ. თუმცა სასიკვდილო საფრთხე ძირითადად მასთან მოტეხილობების და ტრავმების ხარჯზე მოდის. იგი ხშირად ხდება ავტო-საგზაო შემთხვევების მსხვერპლი.

კირჩხიბი

კიბო კუჭით იმართება, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ჯურის წყლული კირჩხიბისგან იღებს სათავეს. ამ ხალხის პრობლემა ზეემოციურობა და პესიმიზმია. სწორედ ამიტომ, ისინი ძალიან ხშირად ავადდებიან ქრონიკული, რთულად დიაგნოსტირებადი და ძნელად მოსარჩენი დაავადებებით.

ლომი

ლომის სისუსტე გულია. ეს ადამიანები საკუთარი გარეგნული თავდაჯერებულობის ნიღბის უკან, ძალზე სათუთ ბუნებასა და სუსტ ემოციურ ველს მალავენ. ლომის პირველი პრობლემა გული და გულსისხლძარღვთა სისტემაა. ისინი ყველაზე ხშირად იღუპებიან გულის იშემიური დაავადებებით ან სტენოკარდიული შეტევით.

ქალწული

ქალწულების უმთავრესი პრობლემა კუჭ-ნაწლავის სისუსტე და კანის დაავადებებია. ამიტომ ამ ადამიანებს, ყველაზე ხშირად აწუხებთ ალერგიის სხვადასხვა ფორმა, გასტრიტი, კოლიტი, ენტეროვირუსები. ძალიან ბევრი ქალწული სწორედ ამ სახის დაავადების გართულებული ფორმით იღუპება.

სასწორი

სასწორების სისუსტე თირკმელი და ნივთიერებათა ცვლის პრობლემებია. მათ უმრავლესობას ხშირად ჭარბი წონის პრობლემაც აწუხებს. სასწორები ყველაზე ხშირად გართულებული უროლოგიური პრობლემების გამო იღუპებიან.

მორიელი

მორიელების უმრავლესობას გასაოცარი სიცოცხლისუნარიანობა, რეგენერაციის უნარი და თვითგადარჩენის ინსტიქტი გააჩნია. თუმცა, არსებობს რიგი დაავადებები, რომელიც მორიელს უტევს. პირველ რიგში ეს გახლავთ ნერვული პრობლემები და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (მათ შორის აივ ინფექცია – შიდსი), რომლის გამოც მორიელები ხშირად იღუპებიან კიდეც.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები ენერგიულები, მოძრავები და აქტიურები აირან. მათი დიდი ნაწილი ხშირად მისდევს სპორტს, რაც აძლიერებს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანების სასიცოცხლო ლიმიტს. თუმცა, გადამეტებული ჭამა-სმის სიყვარული და ზოგადად, უკიდურესობებისკენ მიდრეკილება ხშირად არღვევს მშვილდოსნის ნივთიერებათა ცვლას.

თხის რქა

თხის რქის უმთავრესი პრობლემა ძვლოვან სისტემას უკავშირდება. ოსტეოქონდროზი, რადიკულიტი, კბილების სისუსტე და სხვა ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულთა მუდმივი პრობლემაა. თუმცა, საქმეს ხშირად არამხოლოდ დაავადების ალბათობა, არამედ, თხის რქისთვის დამახასიათებელი პესიმიზმიც ართულებს. რაც ხშირად ხდება სხვადასხვა სნეულების ქრონიკულ სტადიაზე გადანაცვლების მიზეზი.

მერწყული

მერწყულის უმთავრესი პრობლემა ღრმა სისხლძარღვებს და სისხლის მიმოქცევის სისტემას უკავშირდება. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს არ უყვართ სპორტი, იშვიათად მისდევენ ცხოვრების ჯანსაღ წესს და ნაკლებად იკვებებიან სწორად. მათი დიდი ნაწილი ხშირად ხდება ფსიქოზის და სხვადასხვა ნერვული დაავადებების მსხვერპლი.

თევზები

თევზების ძირითადი სისუსტეა ნერვული სისტემა და სითხის ბალანსის დარღვევა ორგანიზმში. ამ ადამიანებს ხშირად გააჩნიათ მიდრეკილება ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისკენ, რაც ხდება კიდეც საბოოლოო ჯამში მათთვის სასიკვდილო საფრთხის მიზეზი.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?