ზოდიაქოს ნიშნები ვისთვისაც დამდეგი 2016 წელი რთული იქნება

ზოდიაქოს ნიშნები ვისთვისაც დამდეგი 2016 წელი რთული იქნება

და რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჩვენგანის სურვილია, მარტოოდენ დადებითი, პოზიტიური პროგნოზები მოვისმინოთ ასტროლოგების მხრიდან. თუმცა, ყოველ წელს არსებობს ზოდიაქოს კონკრეტული ნიშნების "შავი სია", რომელთათვისაც ასტროლოგები გარკვეულ ნეგატიურ ან სირთულეებით სავსე პერიოდებს წინასწარმეტყველებენ. არც ეს წელია გამონაკლისი ამ მხრივ. და მაინც რომელ ზოდიაქოს ნიშანზე დაბადებულ ადამიანებს ჰმართებთ მაიმუნის წელში მეტი სიყოჩაღე, გამძლეობა და ფსიქოლოგიური მობილიზაცია.

მშვილდოსანი - გამომდინარე იქედან, რომ ერთ-ერთი ყველაზე პირქუში, მკაცრი (თუმცა კი სამართლიანი) პლანეტა სატურნი მშვილდოსნის ზოდიაქოშია მყარად გამაგრებული მშვილდოსნების ცხოვრებაში უახლოესი წელიწადნახევარი მაინც არათუ მარტივი და ია-ვარდებით მოფენილი იქნება. ძვირფასო მშვილდოსნებო, ნაადრევად მოგიწოდებთ ისწავლეთ ზომიერება, გულისყურით მოეკიდეთ დაკისრებულ მოვალეობებს და გამოიჩინეთ მეტი პასუხისმგებლობა. თუკი გსურთ, რომ თავიდან აიცილოთ დამდეგ 2016 წელს არასასიამოვნო სიურპრიზები.

სასწორი - წლის პირველ ნახევარში სასწორის ზოდიაქოს ნიშანს ე.წ. "შავი მთვარე" სტუმრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასწორების დიდი ნაწილისთვის დღის წესრიგში პარტნიოულ ურთიერთობაში წარმოქმნილი პრობლემების ალბათობა დადგება გადაუჭრელ დილემად. შავი მთვარე სიტუაციას"„გააბუქებს" და შესაბამისად, ძვირფას სასწორებს "ბუზი სპილოდ მოეჩვენებათ". ამიტომ ასტროლოგები გირჩევთ, წლის მეორე ნახევრამდე დაელოდეთ ურთიერთობების დარეგულირებას. ან იჩხუბოთ და მით უმეტეს, არ დატოვოთ სიტუაცია თვითდინებაზე. მოუხმეთ თქვენთვის ჩვეულ დიპლომატიას, საღი აზრი აუცილებლად გაიმარჯვებს საბოლოოდ.

მორიელი - წლის მეორე ნახევარში, როცა "შავი მთვარე" სასწორის ზოდიაქოს დატოვებს და მორიელს ესტუმრება ბევრ ღრიანკალს აუცილებლად გაუჭირდება. ამ პერიოდში შესაძლოა თავი იჩინოს ყველა სახის პრობლემამ, დაწყებული საბინაო საკითხებით, დასრულებული ჯანმრთელობის პრობლემებითა და კონფლიქტური სიტუაციებით, რომელშიც აგრესიის გამოვლენის გარეშე თავის დაცვა ალბათ გაგიჭირდებათ. სასურველია, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოთ სასმელთან და იარაღთან. იმიტომ რომ, შავი მთვარის გავლენა მორიელში ამ ფაქტორებით მიღებული რისკების საფრთხეს ერთი ორად გაზრდის.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?