სიმშვიდის ჰოროსკოპი - ანუ როგორ უნდა მოიხსნან დაძაბულობა ზოდიაქოს ნიშნებმა

სიმშვიდის ჰოროსკოპი - ანუ როგორ უნდა მოიხსნან დაძაბულობა ზოდიაქოს ნიშნებმა

ენერგეტიკის არასწორი გადანაწილების ხარჯზე იტანჯება. თანამედროვე ცხოვრება არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ხშირად მოვუწყოთ საკუთარ თავს "უსაქმურობის ვიქენდი", თუმცა სტრესთან და დაძაბულობასთან ბრძოლის მეთოდებიც ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით სხვადასხვაგვარია. ასტროლოგები თვლიან, რომ საუკეთესო ვარიანტი ამ მხრივ თქვენივე სტიქიის ელემენტით "განტვირთვაა".

ასე მაგალითად, თუკი თქვენ ცეცხლის სტიქიის ნიშანი ხართ ანუ ლომი, ვერძი ან მშვილდოსანი საუკეთესო განტვირთვა თქვენთვის ცეცხლთან ურთიერთობა იქნება. აანთეთ ბუხარი, გაისეირნეთ ტყეში და საღამო გაატარეთ კოცონთან, ან უბრალოდ სანთელთან "დახარჯეთ" მთელი თქვენი ნეგატიური ენერგია.

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი ზოდიაქოს ნიშანი მიწის სტიქიას ემთხვევა ანუ კურო, თხის რქა ან ქალწული ხართ აუცილებელია, რომ განტვირთვა მიწასთან კონტაქტით მოუწყოთ საკუთარ თავს. მოუარეთ ქოთნის ყვავილებს, ისეირნეთ ფეხით მწვანე მინდორზე ან უბრალოდ ფოთლების შრიალით დატკბით, შეიგრძენით მიწის სუნი. ეს საუკეთესო მეთოდია თქვენთვის სტრესთან საბრძოლველად.

თუკი თქვენი ზოდიაქოს ნიშანი ჰაერის სტიქიას ემთხვევა ანუ ტყუპი, მერწყული ან სასწორი ხართ სტრესის მოხსნაში პარაშუტით ხტომა, ატრაქციონები ან უბრალო კარუსელზე გაქანავებაც გამოგადგებათ. შეგიძლიათ მამა-პაპური საქანელითაც კი გაირთოთ თავი და გული გადააყოლოთ.

დაბოლოს, თუკი თქვენი ზოდიაქოს ნიშანი წყლის სტიქიას ემთხვევა ხართ მორიელი, კირჩხიბი ან თევზები , სტრესის მოსახსნელად მიაშურეთ ტბას, ზღვას, მდინარეს ან უბრალოდ აბაზანაში განმარტოვდით შხაპის ქვეშ დამღლელი და ნეგატიური დღის ენერგეტიკის ჩამოსარეცხად. წყლის ნიშნებს უარყოფითი ემოციის დაძლევაში მხოლოდ წყალი ეხმარება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?