უსაქმური ზოდიაქოს ნიშნები

უსაქმური ზოდიაქოს ნიშნები

რომ უშრომლად ამქვეყანაზე არაფერი მოდის. თუმცა დამეთანხმებით პარაზიტებითა და სხვის ხარჯზე ცხოვრების მოყვარული ინდივიდებითაც სავსეა სამყარო. მე დავინტერესდი, მაინც რომელი ზოდიაქოს ნიშნით შეიძლება დაიბადონ უსაქმურები და ისეთი ინდივიდები, ვისაც შრომა ეთაკილება.

კურო - კუროს ვენერა მართავს, ამიტომ ამ ნიშნით დაბადებულ ნეგატიურად განვითარებულ ადამიანებს განსაკუთრებულად ახასიათებთ კომფორტისა და კარგად ცხოვრების სიყვარული. ამას თან ერთვის სიზარმაცე, რომელიც ნებისმიერ კუროშია გარკვეული დოზით გამოვლენილი. კუროს არ უყვარს ცვლილებები, შესაბამისად, რისკისაც ეშინია. ეს არის კიდეც ხშირად მიზეზი იმისა, რატომ ამჯობინებენ უსაქმურობას ისინი ცხოვრებისეულ გამოწვევებთან შერკინებას.

ლომი - მეფური ნიშანია, მზეა მისი მფარველი პლანეტა. ამიტომ ლომებში ყველაზე დიდი დოზითაა გამოვლენილი ამპარტავნება, საკუთარი თავის სხვებზე აღმატებულად წარმოჩენის სურვილი და დიქტატურისკენ მიდრეკილება. ლომი, თუკი იგი ბავშვობიდან გაანებივრეს და ნეგატიურად განავითარეს პიროვნულად, აუცილებლად გახდება დიდ ასაკში საზოგადოების ხორცმეტი ან უბრალოდ მუქთახორა, რომელიც სინდისის ქენჯნის გარეშე შეეცდება გარშემო მყოფების ექსპლუატირებას.

თევზები - ნეპტუნის გავლენაში მყოფ ადამიანებს ხშირად ახასიათებთ ილუზიებში ცხოვრებისკენ მიდრეკილება. თევზების ნიშანს სხვებისგან კიდევ ისიც გამოარჩევს, რომ ხშირად ირჩევს აკრძალულ პრეპარატებთან, ალკოჰოლთან და ნარკოტიკთან დამეგობრებას, ნაცვლად იმისა, რომ ცხოვრებისეულ გამოწვევებს მედგრად გაუსწოროს თვალი. ამიტომაც მოხვდა თევზები ჩვენი სიის "საპატიო სამეულში".

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?