როგორ და რისთვის უნდა გავიკეთოთ მაჯაზე წითელი ძაფი

როგორ და რისთვის უნდა გავიკეთოთ მაჯაზე წითელი ძაფი

დედები ბავშვებს უნასკვავდნენ ხელზე, რათა ჩვილები ავი თვალისგან დაეცვათ, მაგრამ წითელ ძაფს მაჯაზე დღესად იკეთებენ. ძირითადად პოპულარული ადამიანები, თუ რატომ და როგორ უნდა გავიკეთოთ წითელი ძაფი მაჯაზე დაწვრილებით მოგახსენებთ.

ძველად წითელ ძაფს ადამიანები სახლის წინ, ჭიშკარზეც აბამდნენ, რათა სახლის ბინადრები ყოველივე ბოროტებისგან დაეცვათ. შინ ბოროტი ადამიანები არ შეეშვათ.

თანამედროვეებიდან წითელი ძაფი მაჯაზე პირველად მადონამ გაკეთა, როცა კაბალის მიმდევარი გახდა. ბევრმა მას მიბაძა. კაბალისტიკური სწავლების თანახმად, მაჯაზე წითელი ძაფი მეგობარმა, ნათესავმა ან შეყვარებულმა უნდა შეგაბათ. სწორედ ამის შემდეგ ენიჭება მას ჯადოსნური ძალა.

Astrologia

წითელი, შალის ძაფი (აუცილებლად შალისას), მარცხენა მაჯაზე აუცილებლად უნდა გაიანსკვოს, სამჯერ ან შვიდჯერ, მეტი დაუშვებელია.

ინდუისტურ ტაძრებში მარჯვენა ხელზე წითელ ძაფს გასათხოვარ გოგონებს უკეთებენ. ძველ სლავებს სწამდათ, რომ მარჯვენა ხელზე შებმული წითელი შალის ძაფი წარმატებასა და კეთილდღეობას მოუტანდათ.

მაჯაზე წითელი ძაფის შებმის ტრადიცია ჰქონდათ ინდიელებს, ბოშებს, ძველ გერმანულ ტომებს.

წითელი ძაფი სასურველია იყოს შალის. იგი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ჭრილობების შეხორცებას, დადებითი ენერგიის მიზიდვას.

ნუ შეგეშინდებათ, თუ თქვენი ძაფი გაწყდა ან დაგეკარგათ, მან საფრთხე აგარიდათ. დროა, ახალი გაიკეთოთ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?