თვის იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები ანუ ვის გაუღიმებს ფორტუნა იანვარში

თვის იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები ანუ ვის გაუღიმებს ფორტუნა იანვარში

არამხოლოდ პირად ურთიერთობებს, ბიზნესის სფეროსა და ფინანსებსაც შეეხება. შესაბამისად, ევროპულ ქვეყნებში ძალზე ხშირად იყენებენ დიდი კორპორაციები ასტროლოგიურ მომსახურებას ყოველი ახალი თვის ბიზნესგეგმის გასაწერად. დღეს გვინდა იმ ზოდიაქოს ნიშნების სია შემოგთავაზოთ, ვისაც იანვრის თვეში მისცემს შანსს ფორტუნა იაქტიურონ ფინანსური კუთხით, წამოიწყონ ახალი საქმეები ან ძველი საქმეების დაგვირგვინებით მიიღონ სოლიდური შემოსავალი.

იანვრის თვის ფავორიტები თხის რქები არიან. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს თვის პირველ და მეორე ნახევარში მზის, პლუტონისა და ვენერას მდებარეობა ასევე თხის რქის ნიშანში საშუალებას მისცემს გარკვეული წინსვლა განახორციელონ სამსახურეობრივი ან ფინანასური კუთხით. განსაკუთრებით მომგებიანი კი მათთვის იანვრის მეორე ნახევარი იქნება.

Astrologia

არანაკლებ უმართლებთ იანვარში ქალწულის ნიშნით დაბადებულებს. პლანეტა იუპიტერი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანში მოძრაობს, მერკური თხის რქის ზოდიაქოში და ვენერაც იქვე განაპირობებს იმას, რომ ქალწულებს არაერთჯერადად გაუმართლებთ პროფესიულ და ფინანსურ "ფრონტზე".

დაბოლოს, საკმაოდ კარგი იქნება იანვარი მორიელებისთვისაც. პლანეტა მარსის მორიელის ზოდიაქოს ნიშანში მოძრაობა უახლოესი პერიოდების მანძილზე მორიელის ნიშნით დაბადებულებს მისცემს შანსს. აქტიურობისა და ზომიერი რისკის მეშვეობით საკმაოდ კარგ ფინანსურ წარმატებებს მიაღწიონ სხვადასხვა სფეროში, დაწყებული პროფესიული კუთხით დამთავრებული კერძო ბიზნესით.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?