რატომ უნდა გვიყვარდეს შვილები მშობლებზე მეტად - 4 გენეტიკური კანონი, რომლის ცოდნაც თქვენი  ბედნიერებისთვის აუცილებელია

რატომ უნდა გვიყვარდეს შვილები მშობლებზე მეტად - 4 გენეტიკური კანონი, რომლის ცოდნაც თქვენი  ბედნიერებისთვის აუცილებელია

ნებისმიერი ჩვენგანი ამ ქვეყანას ევლინება კონკრეტული მშობლებისგან, ანუ ჩვენს ამქვეყნად მოვლინებას ორი ადამიანის ენერგეტიკის გაერთიანება დასჭირდა. მშობლების უკან მათი მშობლები დგანან, კიდევ უფრო უკან კი მათი წინაპრები და ა.შ. ყველა ეს ადამიანი ჩვენი გენეტიკური პროგრამის ნაწილია. რომელიც თავის მხრივ გარკვეულ კარმულ სისტემას წარმოადგენს. ამიტომ ნებისმიერი ჩვენგანი იღებს გარკვეულ ენერგეტიკას როგორც მშობლებისგან, ისე გვარის ხაზით მთლიანად. თუმცა იმ შემთხვევაში თუ ჩვენ კარმულ-გენეტიკური პრინციპის კანონებს ვარღვევთ, ჩვენს ცხოვრებაში უბედურება იჭრება.

გენეტიკურ სისტემაში შედიან ადამიანები, მათ შორის ჩვენი წინაპრები, ასევე ყოფილი მეუღლეები, ბავშვები, რომელთა მოვლენებაც არ ვისურვეთ ამქვეყნად (აბორტის მსხვერპლნი), ასევე ის ხალხი, ვისაც რთული ბედი ჰქონდა ან თავად აირჩია მსგავსი გზა (ლოთები, მრუშები, ნარკომანები, საკუთარი გვარის მოღალატეები). ყველა ეს ადამიანი ჩვენი გვარისა და გენეტიკის შესაბამისად, ჩვენი გენეტიკური კოდის ნაწილია.

  • სისტემის კუთვნილების და "წაშლის" კანონი

ყველა ის ადამიანი, რომელსაც კოსმოსმა ოდესმე მაინც თქვენს ნათესავად დაბადება არგუნა წილად, თქვენი გენეტიკური კარმის ნაწილია. ამიტომ ამ ადამიანებს შესაბამისი პატივისცემით უნდა მოეკიდოთ. იმ შემთხვევაში თუ თქვენ ცდილობთ რომელიმე მათგანის "წაშლას" გონებიდან, მეხსიერებიდან, გულიდან სამყარო შესაბამის ბერკეტებს აამუშავებს საპასუხოდ. ასე მაგალითად: ოჯახი, რომელსაც ნარკომანი წევრი წამლის დიდი დოზის მიღების შედეგად გარდაეცვალა, წლების მანძილზე მომავალ თაობას უმალავდა ამ ადამიანის არსებობას. იგი ითვლებოდა გვარის შემარცხვენელად, პიროვნებად ვინაც დედ-მამის ქონება უთავბოლოდ გაანიავა და სიცოცხლე სამარცხვინოდ დაასრულა საბოლოოდ. წლების მანძილზე მისმა ძმისშვილებმა არ იცოდნენ ბიძის არსებობა, სანამ უფროსი ძმისშვილი 15 წლის ასაკში იმავე "მოლიპულ" გაზაზე არ დადგა, რომელმაც თავის დროზე მისი "დავიწყებული" წინაპარი შეიწირა. გენეტიკური კუთვნილების კანონი ითხოვს ჩვენგან ნებისმიერი წევრის მიღებას, აღიარებას, პატიებასა და პატივისცემას. ზემოხსენებული მაგალითი კი იმის ილუსტრაციაა, რომ ჯობია შთამომავლობამ ნათლად იცოდეს წინაპრების მაგალითზე რა სიავის მომტანია ნარკოტიკი. ასე გაცილებით დაცული ვართ ცუდი შედეგებისგან.

  • იერარქიის კანონი

გენეტიკური კანონების მიხედვით, ის ვინც უფრო ადრე შემოვიდა გენეტიკურ წრეში, მეტი პატივისცემის ღირსია მის შემდგომ მოსულისგან. ეს იმას ნიშნავს, რომ შვილები პატივს უნდა სცემდნენ მშობლებს, უმცროსი დედმამიშვილები უფროსებს, ახლანდელი მეუღლეები კი საკუთარი ქმრის/ცოლის ყოფილ მეორე ნახევრებს. იმიტომ რომ ყოფილი პარტნიორებიც ჩვენს გენეტიკურ ხაზში ეწერებიან.

  • სიყვარულის კანონი და სიყვარულის წესები

უნდა გახსოვდეთ, რომ სიყვარულის ენერგეტიკა წინაპრებისგან შთამომავლებისკენ მიედინება და არა პირიქით. ამიტომ აუცილებელია გააცნობიეროთ ის ფაქტი, რომ მთელი ჩვენი სიყვარული ბავშვებზე (მომავალზე) უნდა იყოს მიმართული და არა საკუთარ მშობლებზე. რა თქმა უნდა, მშობლებს პატივი უნდა ვცეთ, ვიზრუნოთ მათზე, მაგრამ პრიორიტეტი ამ მხრივ ბავშვებია. იმიტომ რომ გენეტიკური კანონი სიყვარულის შთამომავლობით გადაცემის შესახებ მამიდან შვილზე, დედიდან შვილზე გადადის და არა შვილიდან დედ-მამაზე.

ჩვენი ვალია აღვზარდოთ ჩვენი შვილები და არა საკუთარი დედ-მამა. ეს არის სწორი პრიორიტეტი, რომელსაც გენეტიკური წესრიგის კანონი ეფუძნება.

  • დაბოლოს, გაცემა-მიღების ბალანსის შესახებ

ყოველთვის გაეცით იმაზე ოდნავ მეტი ვიდრე იღებთ. ზედმეტობა თქვენს ქმედებას ფასს დაუკარგავს, ხოლო სიძუნწე ემოციებსა და ქმედებებში ეგოისტის სახელს დაგიმკვიდრებთ. ამიტომ ბალანსის დაცვა აუცილებელზე აუცილებელი და საჭიროა. ხოლო ადამიანი, რომელიც თქვენგან ჩადენილზე მეტს იღებს პასუხად, აუცილებლად დაიმუხტება სტიმულით მომავალში კიდევ ერთხელ გაგახაროთ.

ხოლო იმ შემთხვევაში თუ ჩვენ სხვა ადამიანისგან ვიღებთ ნეგატივს და ცუდს, აუცილებელია ამ ადამიანს ვუპასუხოთ ოღონდ იმაზე ნაკლები აგრესიით ვიდრე იგია განწობილი ჩვენდამი. ამგვარი ქმედება ზოგადად ნეგატივის ზღვარს ამცირებს ურთიერთობაში. აგრესიას აგრესიით ნუ უპასუხებთ, თუმცა მომდევნო დარტყმას მომზადებული შეხვდით და დააფიქსირეთ თქვენი გულისწყრომა. ისწავლეთ ბალანსის დაცვა და ყველაფერი თავის ადგილას იქნება.

რას ურჩევს ასტროლოგი მათ, ვისაც 2020 წლის ბოლომდე სურთ ქორწინება - "პლანეტების ანალიზით, სულ ორი ხელსაყრელი დღეა"

7 რამ, რაც ბავშვებს მშობლებზე ემახსოვრებათ, როდესაც გაიზრდებიან

რა ცვლილებებს უმზადებს ივლისი ზოდიაქოს ნიშნებს - ტაროს კარტების პროგნოზი