TOP სამი ყველაზე მხიარული ზოდიაქოს ნიშანი

TOP სამი ყველაზე მხიარული ზოდიაქოს ნიშანი

მიდრეკილია გარკვეული ხასიათის ცვალებადობისკენ, დეპრესიულობისა და ბუზღუნისკენ. თუმცა, ისეთი ინდივიდებიც არსებობენ, რომელთაც არასოდეს ეკარგებათ ცხოვრების ხალისი და ყოველთვის ინარჩუნებენ ოპტიმისტურ განწყობას ცხოვრების ნებისმიერ მომენტში. ასეთი ზოდიაქოს ნიშანი კი სულ სამია:

ტყუპი - პლანეტა მერკური, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, თავის შვილებს უსაზღვრო კომუნიკაბელურობასა და ცვალებად ხასიათს ანიჭებს. ტყუპი ხშირად ნერვოტულები, ფიცხები და მოუთმენლები არიან, მაგრამ არამც და არამც აპათიურები და პესიმისტები. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ხშირად ბრალს სდებენ ზედაპირულობასა და გულგრილობაში, თუმცა ეს ასე არ გახლავთ. ტყუპზე უკეთ არავინ იცის, როგორი წარმავალია ცხოვრება და რომ ნებისმიერი დადებითი მომენტი ყოველთვის უნდა გამოიყენო.

მშვილდოსანი - ზოდიაქოს ნიშნებს შორის თამამად შეგვიძლია მივაკუთვნოთ "ოპტიმიზმის დედის" საპატიო სტატუსი. მშვილდოსნებს პლანეტა იუპიტერი მართავთ, რის გამოც ამ ადამიანებში მომატებულია ცხოვრების საუკეთესო მხრიდან დანახვის სურვილი და მოთხოვნილება. ისინი მასშტაბურად აზროვნებენ და იშვიათად დარდობენ წვრილმანებზე. მშვილდოსანი მუდამ ხალისიანი და მოღიმარია, არ უყვარს საკუთარ პრობლემებზე სხვასთან საუბარი და მუდამ იმას ცდილობს, რომ იქეთ გაამხიარულოს სხვები თუკი ვინმე ცუდ გუნებაზე მყოფი ნახა.

მერწყული - მერწყულის ნიშნით ყველაზე მეგობრული, ჰუმანურად მოაზროვნე და კონტაქტური ინდივიდი ევლინება ქვეყანას. მერწყულებს არ უყვართ აგრესია, ჩხუბი და ომი. ისინი გამუდმებით ცდილობენ, რომ ადამიანები ერთმანეთს დააკავშირონ, შეარიგონ და ზოგადად ქადაგებენ საყოველთაო ძმობასა და ერთობას. მერწყულის ნიშნით დაბადებულები არაჩვეულებრივი მეგობრები, კარგი მესაიდუმლეები და მრჩეველები არიან. ისინი ყოველთვის მზად არიან დახმარების ხელი გაუწოდონ გაჭირვებულ ადამიანებს და ხასიათი გამოუკეთონ ცხოვრებისეულ სტრესში მყოფთ.