თებერვლის თვის ბიზნეს ჰოროსკოპი

თებერვლის თვის ბიზნეს ჰოროსკოპი

მოვლენებით დატვირთული გველის. თვის დასაწყისი შესაძლოა იყოს ერთბაშად დაძაბულიც და აქტიურიც სარისკო ბიზნესოპერაციების კუთხით. თუმცა, აუცილებელია სწორად გავაცნობიეროთ, რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები და პრინციპულად ვიმოქმედოთ იქ, სადაც საქმე დიდ ფულს და კაპიტალდაბანდებებს ეხება. ამ პერიოდში სავსებით გამართლებულია შეიცვალოთ სამსახური და პროფესიული არეალი უფრო გააფართოოთ. თუმცა, უნდა იყოთ ასევე მზად იმისთვისაც, რომ ახალი წამოწყება ან სამუშაო სიტუაცია თქვენგან უცილობლად მოითხოვს დიდი რესურსის ჩადებას, იქნება ეს ფული, ემოციები თუ ფიზიკური ძალები.

3-4 თებერვალს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ "გამოცდის დღეები პრინციპულობაში". ამ პერიოდში ბევრ თქვენგანს მოუწევს საკუთარი ინტერესების "ხმალამოღებული" დაცვა და პოზიციის გამყარება. სასურველია გაიაროთ კონსულტაცია გაცილებით უფრო გათვითცნობიერებულ ადამიანებთან, ან მოუსმინოთ რჩევებს, რომელსაც საქმის ექსპერტები მოგცემენ.

16 თებერვლიდან - 24 თებერვლამდე წამოწყებულ საქმეებში ლომის წილი ენთუზიაზმს უდევს . ამ პერიოდში მოგიწევთ საქმეში სული და გული ჩადოთ, თუნდაც მომავალი პერსპექტივა ბუნდოვანი გეჩვენებოდეთ. უნდა გახსოვდეთ, რომ ზუსტად მიმდინარე დეკადაში შესაძლოა იყოს ფულადი შეფერხებები, შრომის ანაზღაურების ნაწილობრივ ან დაგვიანებით დაფარვა, გაურკვევლობები პოტენციურ დამკვეთებთან და ა.შ.

საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები შედარებით მშვიდად წარიმართება ამ პერიოდში, მაგრამ ყველა სახის შეთანხმებას სამომავლოდ გადახედვა მოუწევს ან საერთოდ შეიცვლება თანამშრომლობის ფორმატი.

25 თებერვლიდან იწყება მაღალი საქმიანი აქტივობის მქონე პერიოდი. ამ დროიდან ერთი-ორად გააქტიურდება ბიზნესის სფერო. გადაწყვეტილებების მიღება კი ხშირად აბსოლუტურად სპონტანურად მოგვიხდება, თუკი გვინდა, რომ საქმე წარმატებულად წარიმართოს. ეს ის პერიოდია, როცა უნდა ენდოთ საქმიან ალღოს და ინტუიციას, იმიტომ რომ ფიქრისთვის დროს ვარსკვლავები თითქმის არ გვაძლევენ. განსაკუთრებით ნაყოფიერია ეს პერიოდი სამრეწველო სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის, ან იმ ტიპის საქმოსნებისთვის, ვისი საქმიანობაც უშუალოდ მცირე წარმოებას უკავშირდება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?