ზოდიაქოს ნიშნები ვისაც თებერვალში სასიყვარულო ციებ-ცხელება ელის

ზოდიაქოს ნიშნები ვისაც თებერვალში    სასიყვარულო ციებ-ცხელება ელის

თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, დინამიკური და მოვლენებით დატვირთული თვეა როგორც ზოგადად, ისე პირადი კავშირების კუთხით. ამიტომ ამჯერად გვინდა ზოდიაქოს იმ ნიშნებზე გავამახვილოთ ყურადღება, ვისაც მიმდინარე თვეში პირადი ურთიერთობების კუთხით დიდი გამოცდა და ვნებათაღელვა ელის წინ...

რაკიღა პლანეტა მარსი მორიელის ზოდიაქოს ნიშანშია, ვენერა კი ამ ეტაპზე თხის რქის ნიშანს გადის, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს, ანუ მორიელებსა და თხის რქებს წინ საკმაოდ აქტიური პერიოდი ელით სასიყვარულო ისტორიების კუთხით. შესაძლოა თქვენ სასიყვარულო სამკუთხედის გმირადაც კი იგრძნოთ თავი. ყოველ შემთხვევაში თვის მანძილზე თქვენს პირად კავშირებში ვნება, ეჭვიანობა, მძაფრი ემოციები და ცვალებადობა გარანტირებული იქნება. შესაძლებელია იყოს მოკლევადიანი დაშორებაც, რომელიც სამომავლოდ კიდევ უფრო გააღრმავებს და გააძლიერებს თქვენს გრძნობებს პარტნიორის მისამართით.

შესანიშნავი პერიოდი უდგათ ქალწულებსა და ტყუპს. მათ ცხოვრებაში სავსებით შესაძლებელია ბოლოს და ბოლოს დაისადგუროს სიმშვიდემ და სტაბილურობამ. გამორიცხული არაა ბევრი მათგანი ურთიერთობების დაკანონებასა და ქორწინებაზეც დააფიქროს თებერვალმა.

ემოციურად არასტაბილური პერიოდი აქვთ სიყვარულში ვერძებსა და ლომებს. მათი უმეტესობა თებერვლის თვეს ე.წ. "კატა-თაგვობანას" თამაშში გაატარებს და მაინც ვერ გაიგებს პასუხს კითხვაზე "რამდენად ძლიერად უყვარს იგი პარტნიორს?"

რთულად გადააგორებენ თებერვლის თვეს მშვილდოსნები და სასწორები. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს მიმდინარე თვეში ყოფილ და ახლანდელ პარტნიორებთან კონფლიქტებისა და სკანდალების დიდი ალბათობა ელით . სასურველია, ყველაფერი დიპლომატიური მიდგომით განიმუხტოს და ნაკლებად მეიცეს გასაქანი ემოციებს.

ილუზიების ალბათობის და თავის მოტყუების დიდი სურვილი გაუჩნდებათ სასიყვარულო საკითხებში თევზებსა და კირჩხიბებს. ამ ადამიანების უმრავლესობა ურთიერთობაში არსებული სერიოზული პრობლემების გადაჭრას, ისევ "სირაქლემას პოზიციის" დაკავებას არჩევს. რაც იმას ნიშნავს, რომ სამომავლოდ სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება. ამიტომ აჯობებს აღარ გადადოთ პარტნიორთან გულახდილი საუბარი.

დაბოლოს, ნეიტრალური იქნება თვე კუროსა და მერწყულის ნიშნით დაბადებულებისთვის. ბევრი მათგანი თებერვალს ჩვეულებრივ, რუტინულ რიტმში გაატარებს. ზოგიერთი მათგანი კი ქმედით ნაბიჯებს გადადგამს უკვე არსებული ურთიერთობების გასამყარებლად.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?