კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 8 – 14 თებერვალი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი  8 – 14 თებერვალი

რომ დამდეგი კვირა საკმაოდ მსუბუქი და პოზიტიური იქნება. ამ ყველაფერს კი პირველ რიგში ხელს შეუწყობს მერკური-იუპიტერის კარგი ასპექტები, რომელიც მთელი კვირის მანძილზე შენარჩუნდება ცაზე და თავის მხრივ მოიტანს ადამიანებს შორის ურთიერთობაში მეტ პოზიტივს, ენთუზიაზმს, მეგობრულობას, ლოიალურ მიდგომას და ოპტიმისტურ ხედვას. ეს კარგი პერიოდია მათთვის, ვინც დაკავებულია ტურისტული ბიზნესით, სწავლობს უცხო ენებს, მოღვაწეობს სამცენიერო ან კვლევით საქმიანობაში. შესანიშნავად იმოქმედებს ასპექტი მათზეც, ვისი საქმიანობაც გონებრივ დატვირთვას უკავშირდება, აქტიური პროფესიული პერიოდი უდგათ მწერლებს, ჟურნალისტებს, პუბლიცისტებს და კრიტიკოსებს.

კვირის მანძილზე კარგია სამომავლო, კონსტრუქციული გეგმების დასახვა. თუმცა, ნუ მოინდომებთ ყველა მიზნის ერთი ხელის მოსმით და ნაჩქარევად მიღწევას. ეს პერიოდი მომავალი ქმედებების ანალიზს და დაგეგმვას უნდა დაეთმოს.

პირადი ურთიერთობების კუთხით კვირის დასაწყისი გარკვეულწილად გამოცდის პერიოდად შეიძლება ჩაითვალოს. ამ მონაკვეთში ბევრი ურთიერთობა გადამოწმდება სიმყარესა და პარტნიორების ურთიერთერთგულებაზე. გამორიცხული არაა ეჭვიანობის სცენები, დრამატული კონფლიქტები და ურთიერთობის გარკვევის ერთობ უხეში, უაპელაციო მცდელობა. ამიტომ სასურველია, ათჯერ გაზომოთ და ერთხელ გაჭრათ, მანამ სანამ განრისხებული მოიჯახუნებდეთ კარს იმ იმედით, რომ თქვენი პარტნიორი ჭკუაზე მოვა და გამოფხიზლდება.

გახსოვდეთ, თქვენ მიერ ხმაურით დაკეტილი კარი, რაღაც პერიოდის მანძილზე აღარ გაიღება და თუ მაინც გაიღება, ერთობ რთულად. თუმცა, თუკი საბოლოოდ და გონებით მიიღეთ გადაწყვეტილება ურთიერთობების დასრულების კუთხით, ეს კვირა საუკეთესო ვარიანტია გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად. იმიტომ რომ კვირის დასაწყისში ახალმთვარეობას ველით, რომელიც თავის მხრივ, ყოველთვის უწყობს ხელს ყველაფერი ძველისგან ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლებას.

ახალმთვარეობა 8 თებერვალს, მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში მოხდება, რაც თავის მხრივ კარგი მაჩვენებელია საიმისოდ, რომ საბოლოოდ გადაჭრათ კოლექტივთან, მეგობრებთან ან ჯგუფურ საქმიანობაში დაგროვილი პრობლემები. გაარკვიოთ ურთიერთობები მეგობრებთან, გადაახალისოთ მათთან ურთიერთობა. შეურიგდეთ ან ახალ ეტაპზე აიყვანოთ მეგობრებთან თქვენი კავშირი. თუმცა აქვე უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ახალმთვარეობას თან მოაქვს მომატებული ემოციური ფონი და გაღიზიანებადობა, შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ კონფლიქტების წარმოშობას კოლექტიური კუთხით. სიფრთხილე გამოიჩინეთ საჭესთან. დაკვირვება გმართებთ ასევე მანქანა-დანადგარებთან და ელექტროობასთან მუშაობის კუთხით.

ახალმთვარეობა მერწყული-ლომის ზოდიაქოს ნიშნების ენერგეტიკას ააქტიურებს, რამაც შესაძლოა ადამიანებში გააძლიეროს ფარული სურვილი აიღონ ლიდერობა საკუთარ თავზე, რამაც თავის მხრივ შეიძლება გარკვეული უკმაყოფილება მოიტანოს თანამშრომლებთან და მეგობრებთან ურთიერთობის კუთხით. აკონტროლეთ ამბიციები, მეტი დრო დაუთმეთ სიტუაციის ანალიზს და ეცადეთ, რომ თქვენ მიერ გაცემული რჩევა-დარიგებები მენტორულ ტონს იყოს მოკლებული მაქსიმალურად.

სიმშვიდეს, ობიექტურ ხედვას და პოზიტიურ განწყობას გისურვებთ!

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?