გილოცავთ ასტროლოგიურ ახალ წელს!

გილოცავთ ასტროლოგიურ ახალ წელს!

ადამიანებმა კარგად იციან, რომ ასტროლოგიური ახალი წელი არასოდეს დგება ტრადიციულ 31 დეკემბერს და წლის მმართველი ოფიციალურად ძალაში, ცოტა მოგვიანებით - თებერვლის დასაწყისში იღებს სადავეებს ხელთ. ამჯერადაც ასე გახლავთ და ზუსტად დღეიდან, ანუ 8 თებერვლიდან იღებს სტარტს მაიმუნის წლის ცეცხლოვანი ენერგეტიკა სამყაროში.

ტიბეტური კალენდრის მიხედვით ხუთი სტიქიის მაიმუნი არსებობს. მეტალის, წყლის, ხის, ცეცხლოვანი და მიწის. წლევანდელი წელი ცეცხლოვანი მაიმუნის წელია, რაც იმას ნიშნავს, რომ სამყარო არაერთგზის გახდება დაძაბული პოლიტიკური მოვლენების შემსწრე. შესაძლოა იყოს სკანდალები, მოულოდელი დაპირისპირებები და სიტუაციის ერთი შეხედვით ერთობ სახიფათო ესკალაციაც კი. თუმცა ყველაფერი მოკლევადიანი იქნება.

მაიმუნი არაპროგნოზირებადი, ძალიან კრეატიული ნატურაა, უყვარს სკანდალები და მოულოდნელობა. არცთუ ღრმა და ზედაპირულია თავისი ბუნებით, ამიტომ წლის მანძილზე როგორც გლობალური, ისე ლოკალური პოლიტიკის კუთხით იქნება მოულოდნელობები. ბევრი შეთანხმება დაირღვევა, მოხდება სიტუაციის მოულოდნელი ესკალაცია, მოსალოდნელია გაურკვევლობებიც და კონფლიქტებიც. თუმცა მაიმუნის ბუნებიდან გამომდინარე ყველაფერ ამას არ ექნება თანმიმდევრული და რაც მთავარია, ხანგრძლივი შედეგი. უბრალოდ ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ "მაიმუნის ფოკუსებისთვის".

მაიმუნის წლის საუკეთესო კვირის დღედ ხუთშაბათია მიჩნეული.

ნეგატიური ენერგეტიკისაა სამშაბათი.

მაიმუნის წელში უმართლებთ: დრაკონებს, ვირთხებს, ძაღლებს და თავად მაიმუნებს.

ნაკლებად პოზიტიური შეიძლება იყოს წელიწადი - ვეფხვებისთვის, მამლებისა და ხარებისთვის.

მაიმუნის წელი რისკის, თავგადასავლებისა და ოცნებების ასრულების წელია. ეს ის წელიწადია, როცა შეგიძლიათ ფრთები შეასხათ თქვენს ყველაზე გიჟურ, ერთი შეხედვით უტოპიურ მიზნებსა და ოცნებებს. ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ რისკისა და თავგადასავლების. თამამად ისურვეთ და ჩაიფიქრეთ. მაიმუნი სწყალობს ყველას, ვისაც არ ეშინია იცხოვროს სისხლსავსე და აქტიური ცხოვრებით.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?