ხართ თუ არა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის საუკეთესო წარმომადგენელი - სასწორი

ხართ თუ არა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის საუკეთესო წარმომადგენელი - სასწორი

თორმეტ ფსიქოტიპად იყოფიან. თუმცა მათ შორისაც არსებობს კლასიფიკაცია, არის კარგი და ცუდი. ამიტომ შესაძლებელია ბოროტი და ბოღმიანი მშვილდოსანიც შეგხვდეთ ცხოვრებაში, დაუკვირვებელი და ცანცარა თხის რქაც, მოლაყბე თევზებიც და უპასუხისმგებლო კირჩხიბიც. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება ადამიანი საკუთარ

ზოდიაქოს ნიშანს. დღეიდან სტატიების ციკლში გაგაცნობთ იმას, თუ კონკრეტულად რომელ თვისებებს უნდა ამართლებდეს საიმისოდ თითოეული თქვენგანი რომ იგი საკუთარი ნიშნის ჭეშმარიტ და დადებით წარმომადგენლად ჩაითვალოს

მაშ ასე, სასწორის ზოდიაქოს ნიშნის საუკეთესო წარმომადგენელი გქვიათ, თუკი გაწონასწორებული, უბოროტო, არაკონფლიქტური და დიპლომატიური ადამიანი ხართ. ვერ იტანთ უსამართლობას. თუმცა, როგორც წესი, ხმალამოღებული არასოდეს დგახართ სამართლიანობის სადარაჯოზე და გძაგთ ყველა სახის ძალმომრეობა. თქვენი მეთოდები უფრო მოლაპარაკების გზას და ლოიალურ მიდგომას უკავშირდება. ღრმად გწამთ, რომ ადამიანებს მტრობისა და ქიშპობის გარეშეც შეუძლიათ თანაარსებობა. სამყაროში მუდამ დაეძებთ ჰარმონიასა და სილამაზეს. ვერ იტანთ უხეშობას, ფეთხუმ და მოუწესრიგებელ ადამიანებს. გიყვართ კამათი და ნებისმიერ თემაზე შეგიძლიათ პოლემიკის გამართვა; თუმცა, ისევ და ისევ დიპლომატიური მიდგომის თანხლებით.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?