ავტორი:

ზოდიაქოს 6 წყვილი, რომლებსაც ერთმანეთისკენ კოსმიური ვნება იზიდავს

ზოდიაქოს 6 წყვილი, რომლებსაც ერთმანეთისკენ კოსმიური ვნება იზიდავს

ნებისმიერი ასტროლოგი გეტყვით, რომ კონკრეტული წყვილის ინტიმურ თავსებადობაზე მარტოოდენ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ვერ ვიმსჯელებთ. შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ ორი ადამიანის პირადი რუკების დეტალური განხილვით შეიძლება "დიაგნოზის" დასმა. ამიტომ ნურც ქვემოდ მოყვანილ სტატიას მიიღებთ კანონად. ეს მარტოოდენ ზოგადი ვარაუდებია. თქვენ კი უბრალოდ გადახედეთ და გაითვალისწინეთ ასტროლოგთა მოსაზრებები იმის შესახებ თუ ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები ეწყობიან ერთმანეთს საუკეთესოდ სექსში:

ვერძი - მორიელი

ვერძი მარსით მართული ზოდიაქოს ნიშანია, ისევე როგორც მორიელი (მისთვის მარსი თანამმართველ პლანეტად ითვლება). ამიტომ ამ ორს ხასიათსა და ტემპერამენტში ბევრი საერთო აქვს. ორივე მათგანი აგრესიული, ძლიერი და ფიზიკურად აქტიური პარტნიორისკენ მიილტვის. მორიელი ადვილად იხიბლება ვერძის ცეცხლოვანი ტემპერამენტით და გამოკვეთილი სექსუალურობით. ვერძს კი თავის მხრივ მორიელის სიხისტე და იდუმალება ახვევს თავბრუს. ერთიც და მეორეც გამოირჩევა დიდი ფიზიკური აქტივობით და ენერგიის მარაგით, რასაც თან ერთვის სექსში სხვადასხვა სახის ექსპერიმენტების სიყვარული, რაც ვერძს და მორიელს ერთმანეთისთვის შეუცვლელ პარტნიორებად აქცევს ამ კუთხით.

კურო - სასწორი

კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები, სექსუალურ მადას ნამდვილად არ უჩივიან. თუმცა, კურო სექსუალური კუთხით მხოლოდ კომფორტულ და სტაბილურ პარტნიორთან იხსნება ბოლომდე. სასწორი მისთვის იდეალური წყვილია იმ მხრივ, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები დიპლომატიის გრძნობითა და კომპრომისის ხელოვნებით გამოირჩევიან. სასწორის რბილი, მოსიყვარულე ბუნება ადვილად ხსნის კუროს გულისკენ მიმავალ ცხრაკლიტულ კარს, რაც საბოლოო ჯამში საუკეთესო სექსუალური თავსებადობის საწინდარი ხდება. გარდა ამისა, სასწორიც და კუროც პლანეტა ვენერას გავლენის ქვეშ მყოფ ნიშანებს განეკუთვნებიან. რის ხარჯზეც ორივე მათგანი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს პარტნიორის ვიზუალურ-ჰიგიენურ მონაცემებს. შესაბამისად, ამ ორს ერთმანეთთან ეს ფაქტორიც დააკავშირებს. კურო ყოველთვის აღფრთოვანდება სასწორის სილამაზით, სასწორი კი თავის მხრივ მისცემს კუროს იმ ემოციურ სითბოს, რაც ამ უკანასკნელის სექსუალური პოტენციალის ბოლომდე გამოსავლენადაა საჭირო.

ლომი - ტყუპი

ტყუპი უზომოდ მომხიბვლელი, ქარიზმატული და მოქნილი ხალხის ზოდიაქოა. ტყუპი მუდმივად ცვალებადია, როგორც შინაგანად, ისე ვიზუალურად. ამიტომ ლომი ადვილად იხიბლება მისი ბავშვურობით და კრეატიული ჭკუით. ამასთან, ლომის თავმოყვარეობას ერთი ორად ამაღლებს, ტყუპის მხრიდან აღფრთოვანებული კომპლიმენტების ზღვა, რომელსაც ეს უკანასკნელი პარტნიორის მიმართ უხვად არიგებს. გარდა ამისა, ბუნებით ექსპერიმენტატორი ტყუპი იმასაც კარგად შესძლებს, რომ ლომს სიამოვნება სხვადასხვა სექსუალური ექსპერიმენტითა და სიურპრიზითაც მიანიჭოს. რასაც იგი გულუხვი საჩუქრებით, ზრუნვითა და დიდი სითბოთი უპასუხებს.

ქალწული - კირჩხიბი

ქალწული პრაგმატული აზროვნების უნარითა და რაციონალური გონებით გამოირჩევა. ამიტომ ვნება არასოდეს აკარგვინებს ბოლომდე თავს ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. და სწორედ ეს თვისება შეიძლება გამოადგეს მას იმაში, რომ ბუნებით ფრთხილი და ჩაკეტილი კირჩხიბი ბოლომდე გახსნას სექსუალური კუთხით. კირჩხიბი ემოციურ სიმყარეს ეძებს პარტნიორში, სანამ საკუთარ ეროტიკულ ფანტაზიებს მთელი ძალით მისცემს გასაქანს. ქალწული კი სწორედ ამ ემოციურ ბექგრაუნდს უქმნის მას. რის ხარჯზეც ამ ორს იდეალური სექსუალური თავსებადობა გარანტირებული აქვს.

მშვილდოსანი - მერწყული

მშვილდოსნები იდეალისტური ბუნების, მოუსვენარი ნატურები არიან. თუმცა ზოგჯერ ახასიათებთ უხეშობა და სიხისტე, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისას. რაც ხშირად ხდება მათ მიმართ უკმაყოფილების საბაბი. თუმცა მისი ეს სიხისტე, იშვიათად სჭრის ყურს (და თვალს) თავქარიან და ლოიალურ მერწყულს. მერწყულიც ისევე როგორც მშვილდოსანი, სიახლის მოყვარული და ნოვატორია. ამ ორს ერთად მოწყენილობა არასოდეს ემუქრება, მით უმეტეს სექსუალური კუთხით. მერწყული სიახლის მოყვარულია და არასოდეს ეშინია ექსპერიმენტების სექსში. რაც ძალიან მოსწონს მშვილდოსანს, რომელიც ასევე დაუღალავად ეძებს ახალ-ახალ შეგრძნებებს. არც ერთი მათგანი არ გამოირჩევა განსაკუთრებული მესაკუთრული ხასიათით, ამიტომ ისინი ტვინსაც იშვიათად გაუბურღავენ ერთმანეთს ეჭვიანობის გამო.

თხის რქა - თევზები

თხის რქების უმეტესობა ერთი შეხედვით ემოციურად ცივი და უკარება ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. მაგრამ მისი გულის გასაღებს ძალზე მარტივად პოულობს ემოციური, რბილი და ინტუიციური თევზები. იგი სიამოვნებით დაუთმობს თხის რქას ლიდერულ პოზიციას და ნებისმიერ მის სურვილს "პლასტელინივით" ზუსტად ერგება. თავის მხრივ კი ბუნებით ძლიერი, ამბიციური და ამაყი თხის რქა იზრუნებს თევზებისთვის ჰარმონია შექმნას. რაც საბოლოო ჯამში შესანიშნავ ინტიმურ თავსებადობამდე მიიყვანს მათ. ორივე მათგანი ამ კავშირით იღებს იმას, რაც სურს, - თევზები ემოციურად მყარ პარტნიორს, თხის რქა კი დამყოლ და კომფორტულ მეორე ნახევარს.

2021 წლის აღმოსავლური სასიყვარულო ასტროპროგნოზი - რომელი მარტოხელა ნიშნებისთვის იქნება იღბლიანი ხარის წელი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 2021 წელს სიყვარულში დიდი გამართლება ელით - სასიყვარულო ასტროპროგნოზი 12-ვე ნიშნისთვის

3 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ თქვენს სასიყვარულო ურთიერთობას მომავალი არ აქვს და ტყუილად კარგავთ დროს