ზოდიაქოს სამი წყვილი რომელსაც უსიტყვოდ ესმის ერთმანეთის

ზოდიაქოს სამი წყვილი რომელსაც უსიტყვოდ ესმის ერთმანეთის

იდეალური ურთიერთობები ამ ქვეყანაზე არ არსებობს და ეს ნაწილობრივ მართალია. თუმცა, არსებობს მეტ-ნაკლებად ჰარმონიული და იდეალურთან მიახლოებული კავშირები, რომელშიც ცოლ-ქმარს ერთმანეთის ხშირად სიტყვების გარეშეც ესმის უკვე. ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობენ ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც დაწყვილების შემთხვევაში საუბრის გარეშეც შეუძლიათ გაუგონ ურთიერთს.

კურო - ქალწული ამ ორ მიწის ნიშანს შორის ჰარმონია პირველივე შეხვედრსას მყარდება. ისინი ძალიან ბევრ რამეში გვანან ერთმანეთს. აქვთ ერთნაირი შეხედულებები ცხოვრებაზე და კომფორტიც ერთნაირად მოსწონთ. მათი ცხოვება დაცული იქნება ზედმეტი აყალ-მაყალისა და შფოთისგან. იმიტომ რომ ორივეს უნდა ურთიერთობები პრობლემებისა და აყალ-მაყალის გარეშე.

კირჩხიბი - მორიელი ინტუიციური ბუნების წყალობით, რომელიც ორივე ნიშანს მოჰმადლა კოსმოსმა ამ წყვილს ერთმანეთის გაგება ტელეპატიურ დონეზე შეუძლია. ამასთან ერთად, კირჩხიბის თვისება მოერგოს და ფსიქოლოგიურად "შეერწყას" თავის პარტნიორს, ძალიანაც ხიბლავს და აწყობს მორიელს, რომელიც თავის მხრივ გარკვეული დიქტატორული მიდრეკილებებით გამოირჩევა. კირჩხიბის კი არაფერი აქვს საწინააღმდეგო ამის.

სასწორი - მერწყული ისინი ერთ ტალღაზე არიან, როგორც წესი, ყოველთვის. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით ერთ მხარეს უბერავს ნიავი მათთან. სასწორი, რომელიც დიპლომატიურობითა და მიხვედრილობით გამოირჩევა ყოველთვის დროულად ხვდება რა სჭირდება მის "დიდ ბავშვს", ექსცენტრიკულ და არაპროგნოზირებად მერწყულს. მერწყული კი თავის მხრივ ყოველთვის მისცემს სასწორს მისით აღფრთოვანების საშუალებას. ისინი უსიტყვოდ ხვდებიან ერთმანეთის განწყობას და უწყობენ ფეხს ნებისმიერ სიტუაციაში.