როგორ ცვლის ჩვენს ბედს მზის დაბნელება - რჩევები და რეკომენდაციები

როგორ ცვლის ჩვენს ბედს მზის დაბნელება - რჩევები და რეკომენდაციები

ასტროლოგიური მოვლენების თავმოყრით იქნება გამორჩეული. ე.წ. "დაბნელებების სეზონი" მოდის და ზუსტად ამ თვეში ველით ორ დაბნელებას, რომელთაგან ერთი მზის სრული დაბნელება უკვე ძალიან მალე ანუ 9 მარტს იქნება. ხოლო მთვარე ოდნავ მოგვიანებით 23 მარტს დაბნელდება. თუმცა, მოდი, ზოგადად ვისაუბროთ დაბნელებებზე და რეკომენდაციებიც გავითვალისწინოთ, რომელიც ამ ე.წ. "დაბნელებების კორიდორის" მშვიდად და უხიფათოდ გავლაში დაგვეხმარება.

ზოგადად დაბნელებს შორის პერიოდი საბედისწერო და მნიშვნელოვანი მოვლენების კატალიზატორია მუდამ. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ პერიოდში ჩადენილი გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი ქმედებებით მომავალში გარკვეულ მოვლენათა ჯაჭვს და გარდამტეხ ცვლილებებს დავუდებთ საფუძველს. ნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი ფიქრები მატერიალიზდება ემოციებს შესაშური ძალა აქვს, დაბნელების პერიოდი კი მათზე როგორც გამადიდებელი ლუპა ისე მოქმედებს. შესაბამისად, იმაზე, თუ მიმდინარე პერიოდში რა განწყობით იცხოვრებთ, როგორი იქნება თქვენი ფიქრები და ემოციები, დიდწილადაა დამოკიდებული თქვენივე მომავალი ცხოვრება და ბედი.

ასტროლოგები თვლიან, რომ მზის დაბნელება და მისი ენერგეტიკა ყველაზე მეტად მოქმედებს მამაკაცებსა და მოზარდებზე. ხოლო მთვარის დაბნელება, ინურ ენერგიას ააქტიურებს და შესაბამისად, ქალებისა და ბავშვების ფსიქიკაზე ახდენს სერიოზულ გავლენას. ამიტომ უახლოეს დღეებში დაბნელებამდე რამდენიმე დღით ადრე და რამდენიმე დღით გვიან, აუცილებელია გადავდოთ ყველა მნიშვნელოვანი საქმის წამოწყება, ოფიციალური ხელმოწერა, შეხვედრები. არ არის სასურველი დაბნელების პერიოდში ქორწინება და ნათლობები. ამ პერიოდში ნუ გააკეთებთ მსხვილ შენაძენს და მაღალბიუჯეტიან ფინანსურ ოპერაციებს.

დაბნელების დღეს და პლუს-მინუს 5-7 დღე წინ და უკან, ერიდეთ კონფლიქტებს, უთანხმოებას და კამათს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე - მით უმეტეს, რომ ამ ეტაპზე დაბნელება თევზების ზოდიაქოში ხდება, რაც ადამიანებში ქვეცნობიერ იმპულსებს და ემოციურ ფონს ააქტიურებს. გამოიყენეთ ყველა შესაძლო მეთოდი, რათა თავი მაქსიმალურ სიმშვიდესა და კომფორტში იგრძნოთ. არ აჰყვეთ აგრესიას, არ ჩაიდოთ გულში წყენა და შური.

უშუალოდ დაბნელების დღეს ანუ 9 მარტს სასურველია, თუკი ფიზიკურ აქტივობას მინიმუმამდე დაიყვანთ. მაქსიმალური სიფრთხილით მართეთ ავტომობილის საჭე. მოერიდეთ ალკოჰოლის ზემოქმედებას და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას. ნაკლებად დაგეგმეთ გრძელვადიანი მგზავრობა და მივლინებები ამ დღეს .

კვების მხრივ ნუ გადაიტვირთავთ ორგანიზმს ცხიმიანი, ცხოველური წარმოშობის საკვებით. უმჯობესია საერთოდ არ მიირთვათ ხორცი.

კონცენტრირდით პოზიტიურ ფიქრებზე.

იოცნებეთ საუკეთესო მომავალზე. იყავით გულუხვი, მიმტევებელი და მაქსიმალურად კეთილი ამ დღეს. გააძლიერეთ თქვენში თევზების ზოდიაქოს საუკეთესო თვისება - არ განიკითხოს ადამიანები და ყველას მიმართ გამოიჩინოს გულისხმიერება.

დაბნელებამდე რამდენიმე დღით ადრე და მის შემდგომ კარგია სახლის გენერალური დალაგება. გათავისუფლდით უვარგისი, ძველი, გაფუჭებული ნივთებისგან. მოიშორეთ თავიდან ასევე ის ნივთებიც, რომელთაც არცთუ სასიამოვნო ისტორია აქვთ ან რაიმე ნეგატიურ მოვლენას გახსენებთ მათი ხილვა. შეძლებისდაგვარად ჩაუტარეთ "რევიზია" საკუთარ აზრებს. ფიქრით გათავისუფლდით ყველა იმ ვალდებულებისა და ტვირთისგან, რომელიც ზურგზე გაწევთ. გააცნობიერეთ რა განიჭებთ ბედნიერებას, რა გთრგუნავთ და იწვევს თქვენში უკმაყოფილებას.

ემოციურად გათავისუფლდით მტანჯველი მიჯაჭვულობისგან არასაიმედო, ნეგატიური პარტნიორების მიმართ. დაისახეთ მიზანი და რეალურად წარმოიდგინეთ როგორი იქნება თქვენი ცხოვრება ხვალ - უკეთესი მომავალის შემთხვევაში. გწამდეთ დაბნელების ენერგეტიკა იმოქმედებს ამ შემთხვევაში როგორც თავისებური პრიზმა, ამიტომ რასაც გულითა და სიკეთით ისურვებთ ყველაფერი აგისრულდებათ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?