ზოდიაქოს ნიშნები მრისხანებისას

ზოდიაქოს ნიშნები მრისხანებისას

სხვადასხვა ტიპის გაბრაზება ახასიათებს. ზოგი ხმაურითა და დებოშით გამოხატავს მრისხანებას. ზოგმა კი გულში ბოღმის ჩადება იცის და შესაფერის დროს ელოდება სამაგიეროს გადასახდელად. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით მარტივად გაიგებთ ნებისმიერი ადამიანის გაბრაზებას.

ვერძის გაბრაზება ატომური ბომბის აფეთქებას ჰგავს. როცა ბრაზობს მოერიდეთ. მაქსიმუმ ხუთ წუთში გაბრაზების მიზეზი ავიწყდება.

კუროს გაბრაზება ძნელია. მაქსიმალურად ითმენს და ყველაფერს აკეთებს კონფლიქტის არ წამოსაწყებად. თუ გაბრაზდა ყველაფერს ლეწავს.

ტყუპის გაბრაზება ე.წ. "იაზვობასა" და ენამწარეობაში გამოიხატება. კარგად გამოგლანძღავთ გულის მოსაფხანად.

კირჩხიბის გაბრაზება გაბუტვით გამოიხატება. გაანაწყენეთ, თუკი აღარ გეკონტაქტებათ. სამაგიეროს მოგვიანებით გადაგიხდით, ოღონდ რისთვის თავად ვერ გაიგებთ.

ლომის გაბრაზებ ა ღრიალით გამოიხატება. თავმოყვარე კაცი თუ ხართ მის შორიახლოს არ გირჩევთ გაჩერებას.

ქალწულის გაბრაზება ცინიზმით გამოიხატება. ყველაზე მტკივნეულ ადგილას დაგაჭერთ წიხლს და ისეთ შენიშვნებს მოგცემთ ნამდვილად არ გესიამოვნებათ.

სასწორის გაბრაზება აღშფოთებული სახით გამოიხატება. თუმცა მაქსიმალურად ეცდება არ იჩხუბოს და დიპლომატიურად მიგახვედრებთ, რომ შეცდით.

მორიელის გაბრაზება ავბედითი სიჩუმით გამოიხატება. თქვენ არც კი იცით როგორი შავი დღე დაგადგებათ, ოღონდ მაშინ, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელით.

მშვილდოსანი გაბრაზებას

ლანძღვითა და პირდაპირი საუბრით გამოხატავს. ოღონდ აუცილებლად მოიხდის ბოდიშს მოგვიანებით და ერთად წახვალთ ლუდის დასალევად.

თხის რქის გაბრაზება თქვენ მიმართ ყველა სახის კომუნიკაციის შეწყვეტით გამოიხატება. აუცილებლად ეცდება სამსახურში უფროსს წარმოდგენა გაუფუჭოს თქვენზე.

მერწყულის გაბრაზება მასთან კომუნიკაციის შეწყვეტით გამოიხატება. ის უბრალოდ აღარ ისაუბრებს თქვენთან რიგ საკითხებზე. თუმცა ყოველთვის თავაზიანად მოგესალმებათ.

თევზების გაბრაზება "პირში წყალის ჩაგუბებით" გამოიხატება. სინდისის ქენჯნა მოგკლავთ მისი საცოდავი გამომეტყველებისას. ინანებთ, რომ საერთოდ აწყენინეთ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?