კატა - ნეგატიური კარმის ინდიკატორი

კატა - ნეგატიური კარმის ინდიკატორი

გარკვეული დამოკიდებულება გააჩნია შინაური ცხოვლების მიმართ. ზოგიერთი მათგანი ჩვენში სიმპათიას იწვევს, ზოგის მიმართ კი შესაძლოა შიში ან გულგრილობა ვიგრძნოთ. როგორც უცხოელი ეზოთერიკოსები ამტკიცებენ, კატების მიმართ ინდეფერენტული დამოკიდებულებით თითქმის არც ერთი ადამიანი არ გამოირჩევა. კატები ან ძალიან უყვართ ან დასანახად ეზიზღებათ. ამიტომ, თუკი თქვენ ჩვენო ძვირფასო მკითხველო, მეორე კატეგორიას განეკუთვნებით, ბოლომდე და ყურადღებით უნდა ჩაიკითხოთ ეს სტატია.

კატის ბუნება ისეა მოწყობილი, რომ მას გააჩნია განსაკუთრებული ენერგეტიკა. საინტერესოა ასევე ის ფაქტიც, რომ კატა, როგორც წესი, აღიქვამს და პოულობს ნეგატიური ენერგიის არხებს. ალბათ ბევრისგან გსმენიათ, როგორ განკურნათ წნევისგან ან ტკივილისგან კატის ფერებამ. ძალიან ხშირად ეს იდუმალი ოთხფეხა არსებები სახლში სპეციალურ ერთ ადგილს იჩემებენ და იქ იდებენ ბინას . თუკი ასეთ რამეს აკეთებს თქვენი კატა, იცოდეთ, რომ თქვენ ბინაში ზუსტად ამ ადგილას მოედინება ნეგატიური ენერგეტიკა, თქვენი ფისო კი მას უბრალოდ ანეიტრალებს. თავდაპირველი საწყისით, კატა უარყოფითი ენერგიის მატარებელია. ამიტომაც პოულობს იგი ნეგატიურ წერტილებს და არხებს, როგორც სახლში, ისე ადამიანების სხეულზე.

ამასთან ერთად უნდა იცოდეთ ისიც, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კატაზე დაკვირვება. იგი თქვენი ცხოვრების, უფრო სწორად თქვენი სწორად ცხოვრებისა და განვითარების საუკეთესო ინდიკატორი იქნება. თუკი თქვენი ფისო მშვიდად ცხოვრობს, ძირითადად სძინავს ან ანცად გეთამაშებათ, თქვენს ცხოვრებაში პოზიტიური პერიოდი დგას . თუმცა, თუკი მოულოდნელად შეამჩნიეთ მას აფორიაქება, გაღიზიანება ან ურჩობა - იცოდეთ, ამის მიზეზი თქვენი ცხოვრების ნეგატიურ რელსებზე გადასვლაში იმალება. ასე განიშნებთ თქვენი ოთხფეხა მეგობარი, რომ აღარ შეგიძლიათ სწორ გზაზე დგომა ან რაღაც გეშლებათ.

ეზოთერიკოსები თვლიან, რომ ადამიანები, ვისაც კატების მიმართ მკვეთრად გამოხატული აგრესიული დამოკიდებულება გააჩნიათ, ნეგატიური და რთული კარმის მატარებლები არიან დაბადებიდანვე. მათ უმეტესობას არ ეწყობა პირადი ცხოვრება, ისინი ვერ ახერხებენ სულიერი სიმშვიდის მოპოვებას, არიან გაღიზიანებულები და გამუდმებით კონფლიქტობენ საკუთარ ოჯახის წევრებთან. ხშირად კატების მიმართ დაუფარავი სიძულვილი ალკოჰოლდამოკიდებულებსა და ნარკომანებსაც უვითარდებათ. ასევე შესაძლოა კატების მიმართ ცუდად იყონ განწყობილი ის ბავშვები, ვისაც ოჯახში სითბოსა და ყურადღების ნაკლებობა აქვს ან სკოლაში განიცდიან გარკვეულ დამცირებას.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?