სურვილების ასრულების დროა - წინ კიდევ ერთი დაბნელება გველის!

სურვილების ასრულების დროა - წინ კიდევ ერთი დაბნელება გველის!

იმას, რამდენად კარგად ერკვევით ასტროლოგიაში იმიტომ რომ, ბოლო პერიოდში ალბათ ყველამ შეამჩნია, რომ საზოგადოებაში მღელვარებამ და ნეგატიურმა მუხტმა იმატა. ამას ყველაფერს ასტროლოგები, როგორც წესი, ე.წ. "დაბნელების სეზონს" მიაწერენ ხოლმე, რომელიც ამჯერად მარტის თვეს დაემთხვა. ჩვენ უკვე გავიარეთ ერთი ამგვარი "ღირსშესანიშნავი თარიღი" 9 მარტს, როცა მზის სრული დაბნელება მოხდა, ამჯერად კი მთვარის დაბნელებას ველით უახლოეს დღეებში - კერძოდ 23 მარტს. ამიტომ ჩვენი საიტის მკითხველებს ვთავაზობთ რჩევებსა და რეკომენდაციებს ამ მხრივ.

გამომდინარე იქედან, რომ ამჯერად მთვარე ბნელდება პირველ რიგში ემოციური ფონის კონტროლი და განწყობაზე დაკვირვება ქალებსა და ბავშვებს მოეთხოვებათ. შესაძლოა დაბნელების პერიოდში ასევე რამდენიმე დღე წინ და უკან, აქტიური იყოს წნევების ცვალებადობა, აგრესიული ფონი და გაღიზიანებადობა ადამიანებში. პატარა ბავშვები, როგორც წესი, უფრო მეტს ჭირვეულობენ ამ დროს ან სავსებით არაადეკვატურად იქცევიან. ამიტომ მეტი მოთმინება გმართებთ მათთან დამოკიდებულებაში. მთვარის დაბნელება დიდწილად მოქმედებს სუსტი სქესის წარმომადგენელთა ფსიქიკაზე. შესაბამისად, ძვირფასო კაცებო, გაგებით მოეკიდეთ თქვენი მეორე ნახევრების მხრიდან გამოვლენილ ემოციებს.

გამომდინარე იქედან, რომ დაბნელება სასწორი-ვერძის ზოდიაქოს ორბიტაზე ხდება გამძლეობაზე გადამოწმდება ბევრი ოჯახური კავშირი. იმიტომ რომ, დაბნელება ზუსტად რომ სასწორი-ვერძის ენერგეტიკას ააქტიურებს, სასწორი კი მოგეხსენებათ ქორწინებაზე პასუხისმგებელი ნიშანია. ეს თემა განსაკუთრებით აქტიური შეიძლება იყოს მათთვის ვინც დაიბადა 21-25 მარტს, 23-27 დეკემბერს, 23-27 ივლისს, 24-27 სექტემბერს. ამიტომ საიმისოდ, რომ საბოლოოდ არ დაანგრიოთ ურთიერთობები დაბნელებისწინა პერიოდში და შემდგომ პლუს-მინუს ერთი კვირა მაინც, მაქსიმალური ლოიალურობა გამოავლინეთ პარტნიორთან მიმართებაში. გაუფრთხილდით ურთიერთობებს და არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ გადაწყვეტილებები ცხელ გულზე, აგრესიული ფონის თანხლებით.

აქტიური იქნება ყველა ტიპის დიპლომატიური პრობლემები, როგორც ლოკალური, ისე გლობალური (მსოფლიო პოლიტიკის) მასშტაბით. წინა პლანზე წამოიწევს კონფლიქტების დარეგულირებისა და საერთაშორისო ურთიერთობებში მეტი სიცხადის შეტანის ტენდენცია. აქტიურად შეიძლება განიხილებოდეს ამ დროს მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში ომის შეწყვეტის ალბათობაც. ზოგადად ამ პერიოდის აქტუალური თემები გამოძახილია მოვლენებისა, რომელსც ჯერ კიდევ 2015 წლის სექტემბერში მიეცა გასაქანი. ბიზნესში ეს არის პერიოდი, როცა შესაძლებელია მოხდეს რამდენიმე კომპანიის ან კორპორაციების გაერთიანება. თუმცა შესაძლებელია ასევე, დიდ სკანდალსაც დაედოს საფუძველი და ბევრმა კორპორაციამ გაწყვიტოს ერთმანეთთან მეგობრულ-თანამშრომლური კავშირები. წინა პლანზე წამოიწევს იურიდიული პროფილის თემები. ზოგადად ეს პერიოდი რთულია იურისტებისა და სამართალდამცველებისთვის, რადგან მათ პროფესიულ საქმიანობაში ბევრი "შავი ხვრელი" გაჩნდება ან გააქტიურდება.

დაბნელების ენერგეტიკის გადატანა შედარებით უფრო გაუჭირდებათ კარდინალური ნიშნის ადამიანებს ანუ ვერძებს, სასწორებს, კირჩხიბებსა და თხის რქებს. ამ ადამიანებს ასტროლოგები ურჩევენ დაბნელების პერიოდში და უახლოეს დღეებში არ მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, არ ჩაებან კონფლიქტებში და არ წამოიწყონ ახალი ურთიერთობები. ასევე მაქსიმალურად აკონტროლონ ჯანმრთელობა და ემოციები.

სიფრთხილე გამოიჩინეთ ავტომობილის საჭესთან. ზოგადად აჯობებს არ დაგეგმოთ გრძელვადიანი მოგზაურობები. თავი შეიკავეთ ასევე მსხვილი ფინანსური ვალდებულებების აღებისგან. მოერიდეთ კრედიტებსა და ვალებს (როგორც ფულის სესხებას, ისე გასესხებას). ნუ დაგეგმავთ ამ პერიოდში ქორწინებას, უძრავი ქონების გაფორებას ან ყიდვა-გაყიდვის პროცედურებს. თუკი არ გსურთ, რომ სამომავლოდ ეს ყველაფერი გარკვეულ პრობლემად არ იქცეს თქვენს ცხოვრებაში.

შეინარჩუნეთ პოზიტიური აზროვნება, სულის სიმშვიდე და გაწონასწორებული ხასიათი. დაისახეთ მიზნები, დააპროგრამეთ თავი უკეთეს ცხოვრებაზე (განსაკუთრებით პარტნიორულ კავშირებს ეხება ეს), დაფიქრდით სად არ გყოფნით პრინციპულობა და სითამამე მიზნების მისაღწევად, გააქტიურეთ თქვენში თვითშეფასების კოეფიციენტი და გწამდეთ, დაბნელებისას ჩაფიქრებული სურვილები სამომავლოდ აუცილებლად აგისრულდებათ!

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?