10 თვისება კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულის შესაყვარებლად

10 თვისება კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულის შესაყვარებლად

ხშირად მოგვმართავენ თხოვნით, უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის დადებით თვისებებზე. ვასრულებთ მათ თხოვნას და ვაგრძელებთ სტატიების ციკლს, რომელიც ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის შეყვარებაში დაგეხმარებათ. თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ თითოეული მათგანის ნაკლზე დავხუჭოთ თვალი... მაგრამ ნაკლზე, მოდი, სხვა დროს, სხვა სტატიებში ვისაუბროთ

მაშ ასე, რატომ უნდა გვიყვარდეს კურო:

1. ვნებიანი საყვარელია - დიახ, დიახ კუროები მორიელებსაც კი არ უდებენ ტოლს სექსუალური აქტივობის კუთხით.

2. მიზნისკენ უკანმოუხედავად მიიწევს - მისი შემართება, მოთმინების უნარი და პრინციპულობა ყოველთვის იმსახურებს აღტაცებას.

3. გაწონასწორებული და მშვიდია - რთულ სიტუაციებში კუროს სიმშვიდე და გამძლეობა სხვებსაც აძლევს იმის რწმენას, რომ ყველაფერი

აუცილებლად კარგად იქნება.

4. უზომოდ ერთგულია - არ აქვს მნიშვნელობა საქმიანობაა ეს, საკუთარი ოჯახი თუ ადამიანები, ვისთან ერთადაც მუშაობს. კურო ბუნებით ერთგული ადამიანია და ეს სხვებისთვისაცაა მაგალითი.

5. თავისიანებს ჭირშიც და ლხინშიც ერთნაირად გაიტანს - ახლობელ ადამიანს კურო ნებისმიერ შეცდომას აპატიებს და გვერდში დაუდგება. მას ყოველთვის მოეძებნება ადგილი თავის გულში მეგობრებისთვის.

6. თავგანწირული და ერთგული მეგობარია - კურო ძნელად უახლოვდება ხალხს. სამაგიეროდ, თუკი მას თქვენი მეგობრაი ჰქვია, იცოდეთ, იგი არასოდეს მიგატოვებთ ძნელბედობის ჟამს.

7. სულით პოეტი და რომანტიკოსია - როცა ახლოს გაიცნობთ მიხვდებით, რომ ამ ადამიანში პრაქტიკული იდეალისტი ცოცხლობს.

8. სილამზეს აფასებს და ესმის "ცხოვრების გემო" - მისი სიყვარული სიცოცხლის მიმართ გადამდებია.

9. გულუხვი და კეთილია - თავისიანებისთვის კურო სულსაც კი გაიმეტებს.

10. "დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს" - კუროს პრაქტიკულობა აღტაცების ღირსია. ის არასოდეს აშენებს ოცნების კოშკებს. სამაგიეროდ, ყოველთვის აქვს სტაბილურობა ცხოვრებაში.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?