რომელი პროფესიაა "თქვენი" ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რომელი პროფესიაა "თქვენი" ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

არასწორად და არაშესაბამისად ირჩევს პროფესიას, რის გამოც ხშირად ხდება ისე, რომ ზოგიერთი წლების მანძილზე "ვერ იტანს" საკუთარ სამსახურს და ოცნებობს აკეთოს საქმე, რომელიც ეყვარება. თუმცა კონკრეტულად რომელია მისი საყვარელი საქმე ხშირად არც კი აქვს წარმოდგენა. ასტროლოგები კი თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით მარტივია იპოვნოთ ჭეშმარიტი მოწოდება და საქმე რომელიც გაბედნიერებთ...

ვერძი თუ ხართ, თქვენი მოწოდება იქნება ადვოკატურა, სპორტი, სამხედრო საქმე, პიარი ან მარკეტინგი.

კურო თუ ხართ, ბედნიერებას მოგანიჭებთ სარესტორნო საქმე, კულინარია, საბანკო-საფინანსო სფერო, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა.

ტყუპი თუ ხართ, თქვენთვის აუცილებელია კომუნიკაცია, თავს იპოვით ჟურნალისტიკაში, მწერლობაში, ყველა სახის საშუამავლო-საკონსულტაციო საქმიანობაში.

კირჩხიბი თუ ხართ, თქვენთვის სასიამოვნოა ნებისმიერ საქმე, რაც სიძველეებს ეხება. დაკავდით ანტიკვარიატით, ისტორიკოსის პროფესიით, საოჯახო ტექნიკის ყიდვა-გაყიდვით ან აქსესუარების კეთებით.

ლომი თუ ხართ, თავი ბედნიერად რომ იგრძნოთ, უნდა იყოთ ლიდერი. საუკეთესო საქმე თქვენთვის არის საზოგადოებასთან ურთიერთობა. სახელოვნებო ან შოუ-ბიზნესის სფეროში მოღვაწეობა. სპორტი.

ქალწულის მოწოდება კირკიტი და გონებრივი საქმიანობაა. თქვენია საბანკო-საბუღალტრო სფერო. ბრწყინვალე ექიმი იქნებით. კარგია ფარმაცევტიკა და აუდიტორული საქმიანობაც.

სასწორის სფერო, როგორც წესი, იურისპრუდენციაა. თუმცა, სასწორები ბედნიერებას პოულობენ ხელოვნებაში იქნება ეს კინო, თეატრი, ლიტერატურა თუ მუსიკა.

მორიელისთვის ზედგამოჭრილი საქმიანობაა სახმედრო სარბიელი. მათ შორის ბევრი ქირურგი, ადვოკატი, უძრავი ქონებით მოვაჭრე და ბირჟის ბროკერი გვხვდება.

მშვილდოსნის საქმიანობა ხშირად კავშირშია პოლიტიკასთან. მათთვის ასევე მისაღებია ვეტერინარის პროფესიაც. ხშირად მშვილდოსნები წარმატებას აღწევენ როგორც ლექტორები და მასწავლებლები.

თხის რქა თუ ხართ, თქვენი საქმიანობა სახელმწიფო ინსტანციებში მუშაობას გულისხმობს. თქვენთვის მნიშვნელოვანია მკაცრი გრაფიკი და დისციპლინა. კარგი ტრავმატოლოგი და ლექტორი დადგება ასევე თქვენგან.

მერწყული თუ ხართ, საკუთარ მოწოდებას ინტერნეტ-ტექნოლოგიებში იპოვით. ბევრი კარგი აიტი სპეციალისტი იბადება ამ ნიშნით.

შესაძლებელია ასევე თქვენი პროფესია უკავშირდებოდეს საზოგადოებრივ საქმიანობას, არასამთავრობო სექტორს და პოლიტიკას.

თევზები თუ ხართ, სულით ხელოვანი იქნებით. კარგია თქვენთვის მწერლის პროფესია. ლიტერატურული კრიტიკოსის, დრამატურგის ან მხატვრის, ასევე ფსიქოლოგის საქმიანობა.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?