როგორები არიან ქმრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ნაწილი მეორე

როგორები არიან ქმრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით  - ნაწილი მეორე

ალბათ, რომ მეორე ნახევარი სწორად შეარჩიოს. თუმცა ხშირად ისე ხდება რომ ჩვენი ქორწინების პარტნიორი სულაც არ ამართლებს ჩვენს მოლოდინებს. ზუსტად ამისთვისაა საჭირო, მომავალი მეუღლის ზოდიაქოს ნიშნის ცოდნა. საიმისოდ, რომ სამომავლოდ ნაკლებად დავრჩეთ იმედგაცრუებულები... და რაც მთავარია, არასოდეს ვცადოთ ზრდასრული მამაკაცის გადაკეთება.

ქალწული - ყურადღებიანი, მზრუნველი, თუმცა ძალიან პრეტენზიული ქმარია. სამაგიეროდ, მის გვერდით ყველაზე გამოუცდელი დისახლისიც კი ოჯახის დედაბოძად გადაიქცევა. ქალწულს უყვარს შენიშვნების მოცემა და ჭკუის სწავლება. თუკი სახლში სიმყუდროვე არ გექნებათ, მისი გრძნობებიც განელდება თქვენთან დამოკიდბეულებაში.

სასწორი - მეზღაპრე და მეოცნებეა. იდეებით აქვს თავი სავსე და მზადაა ამ იდეებით "გამოკვებოს" ოჯახი. ამიტომ ცოლი ყოჩაღი და აქტიური სჭირდება. სამაგიეროდ, რომანტიკული და მოსიყვარულეა. ხშირად ჩაგეხუტებათ ხოლმე ყოველ მიზეზ გარეშე.

მორიელი - ოჯახი მისი ციხესიმაგრეა. ამიტომ ყოველთვის მკაცრად იცავს ოჯახის "შინაგანაწესს" და აკონტროლებს ცოლს თუ ღიად არა ფარულად მაინც. მისთვის მნიშვნელოვანია კარგი სექსი, შესაბამისად, ქორწინების მრავალწლიანი სტაჟის მერეც ამ მხრივ არ უნდა მოდუნდეთ თუ არ გინდათ, რომ ქმარმა სხვისკენ გააპაროს თვალი.

მშვილდოსანი - მხიარული, ოპტიმისტი და მოსიყვარულე ქმარი იქნება, თუკი გუნებას ძალიან არ მოუწამლავთ ჭკუის დარიგებებით. მიეცით მას საკმარისი თავისუფლება საიმისოდ, რომ პერიოდულად მაინც იხეტიალოს. იგი იდეალური მამა და კარგი მეგობარი იქნება თქვენთვის.

თხის რქა - მართალია, ცოტა ცივია, ერთი შეხედვით და არც ენის მოჩლექით ეხერხება საკუთარი ემოციების საჯაროდ დემონსტრირება, მაგრამ თხის რქა ქმარი "სუპერქმარია" ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. ოჯახი მისთვის ყველაფერია და იგი უერთგულესი ქმრებს კატეგორიას განეკუთვნება ამასთან ერთად.

მერწყული - ქმრის სტატუსი არცთუ მაინცდამაინც შეეფრება. თუმცა, თუკი გაყო უღელში თავი ეცდება მაინც კარგი მეუღლე იყოს. მას ნაკლებად აღელვებს ფინანსური საკითხები და ცხოვრების მატერიალური მხარე, ამიტომ მოგიწევთ ხელში აიღოთ საოჯახო ბიუჯეტის მართვა.

თევზები - უზომოდ მოსიყვარულე, გამგებიანი და რომანტიკული ქმარია. მას შეუძლია მიზეზით და უმიზეზოდ უკეთოს ცოლს საჩუქრები, მაგრამ უნდა იყოთ მზად იმისთვის, რომ მისი სახით შვილებთან ერთად კიდევ ერთი "დიდი ბავშვის" გაზრდა გეკისრებათ. თევზი ქმარი დაბნეული და ქაოსურია. სამაგიეროდ, ცოლის მითითებებს კარგად ემორჩილება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?