ზოდიაქოს ყველაზე ზედაპირული ნიშნები

ზოდიაქოს ყველაზე ზედაპირული ნიშნები

ზოგი თუ ემოციური და ღრმაა, ნაწილი საკმაოდ ზედაპირულად და მარტივად აღიქვამს სამყაროს. სადავო საკითხია, რომელი მიდგომა სჯობს ყოველდღიურ ცხოვრებაში თუმცა ფაქტია, არსებობენ ზედაპირული ადამიანები, რომელთაც ხშირად სხვა უფრო სენსიტიურ ინდივიდებში გაღიზიანების გამოწვევაც კი შეუძლიათ. თუმცა მათ მიმართ აჯობებს არ ვიყოთ ასე მკაცრი და პირიქით ვისწავლოთ ცხოვრების გარკვეულწილად მარტივი ხედვა...

ტყუპი - ცვალებადი, მრავალმხრივი და თავქარიანი ადამიანია. მისთვის ცხოვრება თავისებური მხიარული კალეიდოსკოპია, ამიტომ იგი ერთი და იგივე ემოციასა თუ მოვლენაზე არასოდეს იციკლება. ტყუპი ნაკლებად განიცდიან ასევე ხანგრძლივი ვადით მარცხს ან წარუმატებლობას, რაც დამეთანხმებით შესანიშნავი თვისებაა.

მშვილდოსანი - ოპტიმისტი, მხიარული და მუდმივად მაძიებელი ნატურაა. მშვილდოსნის ნიშნის ხალხი არ არის მეწვრილმანე, ამიტომ იშვიათად კარგავენ დროს ამაო ფიქრში რა იქნება ხვალ ან ზეგ, ცხოვრობენ დღევანდლი დღით და ბედნიერი არიან იმ მომენტებით, რასაც სთავაზობს რეალური ცხოვრება. ამ მხრივ შეგვიძლით დავესესხოთ მათ.

მერწყული - გლობალურად მოაზროვნე, ჰუმანური და ორიგინალური ნიშანია. მერწყულების დიდი ნაწილი მომავალში ცხოვრობს, ამიტომ მათთვის ყოველდღიურობა თავისი წვრილმან-მსხვილმანი საზრუნავით ხშირად აბსოლუტურად მომაბეზრებელი რამაა. მერწყულის აზროვნება ყველანაირი დოგმისა და შეზღუდვისგან თავისუფალია. მისთვის ყველა ადამიანი თანასწორია და მუდმივად მზადაა სხვების დასახმარებლად. ნამდვილი მეგობრობა შეგვიძლია მერწყულისგან ვისწავლოთ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?