როგორ იქცევიან დამარცხებული ზოდიაქოს ნიშნები

როგორ  იქცევიან დამარცხებული ზოდიაქოს ნიშნები

"მოგება და წაგება ძმები არიანო". თუმცა, ადამიანები სხვადასხვაგვარად და ინდივიდუალურად ეკიდებიან ცხოვრებაში გამარჯვებისა და დამარცხების პრეცენდენტებს. ზოგს თუ წაგება დეპრესიაში აგდებს და ბრძოლის ჟინს სამომავლოდ აბსოლუტურად უქრობს, სხვა წაგების ფაქტს უბრალო როგორც დამატებით სტიმულს ისე აღიქვამს წინსვლისთვის. დღეს გვინდა გესაუბროთ იმაზე, თუ როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები მოგების ან წაგებისას...

ვერძს დამარცხება ყოველთვის აძლევს ახალ სტიმულს და იგი აუცილებლად დაამტკიცებს სამომავლოდ, რომ უპირობო გამარჯვებულია.

კუროს მარცხი ძალიან თრგუნავს, თუმცა დამარცხებამდე საკმაოდ ბევრს აწონ-დაწონის და ისე გადადგამს ნაბიჯებს. თუკი მისი ინიციატივა დამარცხდა, ბრძოლას ნაკლებად დაიწყებს და სიტუაციას შეეგუება.

ტყუპი საერთოდ ვერ აღიქვამს დამარცხებას. მისთვის ყოველი ახალი დღე ახალი გამოწვევაა, ამიტომ წინა დღით განცდილი მარცხი ვერასოდეს იმოქმედებს მის მომავალზე.

კირჩხიბი სრულ კოლაფსში ვარდება, თუკი დამარცხდა. ის ძალიან ფრთხილი და წინდახედულია საიმისოდ, რომ თავს ასეთი ლაფსუსები აპატიოს. დამარცხებული თავის თავში იკეტება და დიდი ხნის მანძილზე კარგავს ბრძოლის სურვილს.

ლომი დამარცხების შემთხვევაში საშინლად შეურაცხყოფილია, მით უმეტეს, თუ მის ამ მარცხს საზოგადოებაც შეესწრო. თუმცა, მარცხი აიძულებს სამომავლოდ ყველას დაუმტკიცოს საკუთარი უპირატესობა.

ქალწული მარცხის შემთხვევაში მისი გამომწვევი მიზეზების შესწავლით დაკავდება და ანალიტიკურ კვლევას დადებს, სად დაუშვა შეცდომა. რაც სამომავლოდ უზრუნველყოფს მის გამარჯვებას მორიგ ცდაზე.

სასწორი მარცხის შემთხვევაში ძალიან იბნევა და სურვილს კარგავს ვინმეს დაუმტკიცოს რამე. დაელოდება, როცა სიტუაცია თავისთავად მისცემს გარშემო მყოფებისთვის რაიმეს დამტკიცების საშუალებას.

მორიელი მარცხის შემთხვევაში ომს უცხადებს როგორც საკუთარ თავს ისე მთელ სამყაროს და მაქსიმალური ძალების დაძაბვით შეეცდება მომავალში გამარჯვებული გამოვიდეს სიტუაციიდან.

მშვილდოსანი ფილოსოფიურად ეკიდება დამარცხებას, შეუძლია იცინოს კიდეც საკუთარ უიღბლობაზე.

თხის რქა კომპლექსდება თუკი მარცხი განიცადა, იმიტომ რომ, როგორც წესი, ყოველთვის ყველაფერს კარგად გეგმავს ხოლმე. თუმცა, გარეგნულად მშვიდად და ღირსეულად შეუძლია მარცხის ატანა.

მერწყული გლობალურად უყურებს ყველა პრობლემას, ამიტომ მარცხი მისთვის სულაც არ არის დიდი ტრაგედია და გულთან მისატანი მომენტი. მთავარია, მშვიდობა იყოს დედამიწაზე.

თევზები მარცხის შემთხვევაში კიდევ უფრო სიტყვაძუნწი ხდება. ჩუმად გამოიტირებს საკუთარ უიღბლობას და მერე ყველაფერს მუხთალ ბედისწერას დააბრალებს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?