რა უბიძგებთ ზოდიაქოს ნიშნებს დაშორებისკენ

რა უბიძგებთ  ზოდიაქოს ნიშნებს დაშორებისკენ

წყვილებს შორის დაშორების მიზეზი ხშირად აბსოლუტურად სხვადასხვაა, თუმცა ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ამა თუ იმ ადამიანს სხვადასხვა ფაქტორი უბიძგებს შეწყვიტოს ურთიერთობები.

ვერძს ლიდერობაში არ უნდა შეეცილოთ. თუკი მას რაიმეს იძულებით გაკეთებას აიძულებთ, აუცილებლად დაგშორდებათ.

კუროს სტაბილურობის შეგრძნება უნდა შეუქმნათ. თუკი არაპროგნოზირებადი პიროვნება ხართ, ის თქვენთან დიდხანს არ გაჩერდება.

ტყუპისთვის საინტერესო და მრავალმხრივი უნდა იყოთ მუდამ. მოწყენილობა თუ იგრძნო ურთიერთობაში აუცილებლად შეეცდება თქვენგან თავის დაღწევას.

კირჩხიბთან ტონი შეარჩიეთ. უხეში მიმართვის და თუნდაც ხუმრობით დაცინვის გამო ის აუცილებლად გაწყვეტს თქვენთან კავშირს.

ლომის მიმართ აღტაცება გამოამჟღავნეთ მუდამ. თუკი მის უპირატესობას არასოდეს აღიარებთ იგი სხვაგან დაიწყებს აპლოდისმენტების ძიებას.

ქალწულთან მოწესრიგებული უნდა გქონდეთ როგორც ცხოვრება ისე ემოციები. თუკი თქვენი მხრიდან ქაოსს იგრძნობს აუცილებლად დაგშორდებათ.

სასწორთან მეტი სითბო გამოხატეთ ემოციურად. ხშირად მოეფერეთ და ჩაეხუტეთ, თუნდაც სახალხოდ. ემოციები თუ შემოაკლდა, აუცილებლად მიგატოვებთ სამომავლოდ.

მორიელთან სექსუალური ვნება და ცეცხლი დაგაკავშირებთ ყველაზე კარგად. თუკი თქვენ შორის კარგი სექსი აღარ არის, იცოდეთ, მალე დასრულდება რომანი.

მშვილდოსანთან უთანხმოება მისთვის თქვენგან ჭკუის სწავლების სურვილმა შეიძლება გამოიწვიოს. მხოლოდ მას აქვს უფლება გიკითხოთ ნოტაციები.

თხის რქასთან ზომიერი დისტანცია დაიჭირეთ. პატივი ეცით მის პროფესიულ საქმიანობას. არასოდეს დააყენოთ არჩევანის წინაშე - სამსახური თუ პირადი. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად აირჩევს პირველს და თქვენ მარტო აღმოჩნდებით.

მერწყულთან მეგობრობაა პრიორიტეტი. პატივი ეცით ასევე მის თავისუფლებას. თუკი მის "მუჭში მომწყვდევას" შეეცდებით, პარტნიორის გარეშე დარჩებით ერთ დღეს.

თევზებს ბევრი სიყვარული და სითბო სჭირდება თქვენგან. თუკი დოზას შეამცირებთ, ის აუცილებლად სხვაგან "გაცურავს" სიყვარულის საპოვნელად.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?