ათი თვისება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულის შესაყვარებლად

ათი თვისება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულის შესაყვარებლად

ხშირად მოგვმართავენ თხოვნით, უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის დადებით თვისებებზე. ვასრულებთ მათ თხოვნას და ვაგრძელებთ სტატიების ციკლს, რომელიც ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის შეყვარებაში დაგეხმარებათ. თუმცა, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ თითოეული მათგანის ნაკლზე დავხუჭოთ თვალი... მაგრამ ნაკლზე, მოდი, სხვა დროს, სხვა სტატიებში ვისაუბროთ

მაშ ასე, რატომ უნდა შეიყვაროთ მშვილდოსანი:

1. მას შეუძლია ურთიერთობა ყოველგვარი დრამატიზმის გარეშე - მოგწონთ მასთან მეგობრობა? ძალიან კარგი. არ გესიმპათიურებათ? გზას დაგილოცავთ და არასოდეს მოგაბეზრებთ თავს.

2. ყოველთვის გრანდიოზული გეგმები აქვს - მისი დევიზია "იოცნებე რაიმე დიდზე და აუცილებლად მიაღწევ ბევრს“.

3. არასოდეს განსჯის ადამიანებს - მშვილდოსანი თვლის, რომ ყველას აქვს უფლება მოიქცეს ისე, როგორც თავად მიაჩნია საჭიროდ. არც თვითონ არის ამ მხრივ უნაკლო.

4. სიგიჟემდე უყვარს ხეტიალი და თავგადასავლები - ამ ყველაფერში კი თქვენც აუცილებლად ჩაგითრევთ. ჰოდა, მადლობასაც გადაუხდით ამისთვის.

5. იშვიათად ქარიზმატული და მომხიბვლელი ბრძანდება - არ არსებობს მისით არ მოიხიბლოთ. ამიტომაც არიან მშვილდოსნები ნებისმიერი კომპანიის სული და გული.

6. დღესასწაულების მოწყობის ოსტატია დაბადებიდან - მშვილდოსანმა ზუსტად იცის, როგორ იმხიარულოს, გაგამხიარულებთ თქვენაც.

7. გულწფელია - მართალია, პირდაპირ მოგახლით, რომ ძროხასავით ხართ გასუქებული. სამაგიეროდ, მასავით არავინ გიგულშემატკივრებს დიეტის დაცვის პროცესში.

8. შეუძლია იყოს ერთდროულად შეყვარებული და მეგობარი - თუკი თქვენ ურთიერთობაში ზუსტად ამას ეძებთ, ანუ "ორი ერთში", მშვილდოსანი თქვენია.

9. ყოველთვის ოპტიმისტია - როგორ ცუდადაც არ უნდა მისდიოდეს საქმეები სულით მუდამ ოპტიმისტი იქნება. მას მტკიცედ სჯერა ნათელი მომავლის და "ჰეფი ენდების" ცხოვრებაში.

10. არასოდეს წუწუნებს სახალხოდ - პრობლემები ყველას აქვს. აქვთ მშვილდოსნებსაც, თუმცა, რაც უფრო მეტად უჭირთ, ისინი მით უფრო მეტს ხუმრობენ და იცინიან. მომხიბვლელი თვისებაა არა?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?