ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე ლამაზი ბავშვები

ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე ლამაზი ბავშვები

გამონათქვამი - "ყვავსაც კი თავისი ბახალა უყვარსო" მშობლების უმეტესობაც საკუთარი პირმშოს უნიკალურობასა და განსაკუთრებულობაშია დარწმუნებული. თუმცა ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, რეალობა ზოგჯერ სულაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ასტროლოგები თვლიან, რომ იმ შემთხვევაში თუკი წყვილი ბავშვის დაბადებას კონკრეტულ ზოდიაქოს ნიშანზე დაგეგმავს ალბათობა იმისა, რომ მისი შვილი განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემებით მოევლინოს ქვეყანას ძალზე დიდია. მსოფლიოს მასშტაბით ძალზე ბევრი ასტროლოგი აწარმოებს დაკვირვებას იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან გამორჩეულად ლამაზი ბავშვები. დასკვნა ასეთია:

ტყუპი - პლანეტა მერკური, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, თქვენ პატარას ანიჭებს არამხოლოდ გონებაგახსნილობას, ჭკუასა და აზროვნების სისწრაფეს არამედ გასაოცარ ქარიზმას, რომელიც მის გარეგნობაზე ვლინდება. პატარა ტყუპი მომცრო აღნაგობისაა, აქვს გასაოცრად ლამაზი მოციმციმე თვალები და ყოველთვის იქცევს ყურადღებას მოუსვენრობით.

სასწორ ი - ერთ-ერთი ზოდიაქოს ნიშანია, რომლის ქვეშაც ხშირად იბადებიან მსახიობები და შოუბიზნესის წარმომადგენლები. სასწორის მმართველი ვენერაა, ამიტომ თქვენი შვილი გასაოცრად მომხიბვლელი, დახვეწილი, შარმიანი და ნატიფი იქნება. პატარა სასწორებს ულამაზესი ფორმის ტუჩები აქვთ, იღიმიან თვალისმომჭრელად და სიცილის დროს ლოყები ეჩხვლიტებათ, როგორც ჭეშმარიტ ვენერიანელებს.

მერწყული - ზოდიაქოს ამ ნიშნით უჩვეულო, არასტანდარტული გარეგნობით გამორჩეული ბავშვები იბადებიან. შესაძლებელია თქვენს პატარას გასაოცარი ფერის თვალები ჰქონდეს, თმის ფერმა გამოარჩიოს სხვებისგან და ა.შ. პატარა მერწყული საზოგადოებას გონიერებითაც აკვირვებს. ის ასევე ძალიან ჯიუტია.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?