ზოდიაქოს სამი ყველაზე ენამწარე ნიშანი

ზოდიაქოს სამი ყველაზე ენამწარე ნიშანი

"სიტყვით მოცელილი" და დამეთანხმებით, მართლაც არსებობენ ადამიანები, ვისაც განსაკუთრებული უნარი აქვს თანამოსაუბრეს სიტყვიერად მიაყენოს გამოუსწორებელი მორალური დარტყმა. დღეს გვინდა ზოდიაქოს სამი ყველაზე ენაკვიმატი და ენამწარე ზოდიაქოს ნიშანი გაგაცნოთ, რათა მათთან კამათისას თავიდანვე იყოთ მობილიზებული და მზად სიტყვიერი ბატალიების მოსაგებად.

ტყუპი - ზოდიაქოს ამ ნიშანს მერკური მართავას, აზროვნებისა და კომუნიკაციების პლანეტა. ამიტომ ტყუპს, რომ სიტყვიერ ბატალიებში გაეჯიბროთ რთული და ხშირად შეუძლებელია. მას მრავალმხრივი, საოცრად სწრაფი აზროვნება აქვს შესაბამისად, იოლად ეხერხება თანამოსაუბრეს არგუმენტების ზღვა დაახვავოს თავზე საკუთარი აზრის დასაცავად. თუმცა თავად ტყუპს წამის უსწრაფესად შეუძლია შეიცვალოს აზრი და ამტკიცოს საპირისპირო.

მშვილდოსანი - როგორც წესი, მიდრეკილია წაუფილოსოფოსოს და ყველას ჭკუა ასწავლოს ხოლმე. იუპიტერი, რომელიც ამ ნიშანს მართავს, მშვილდოსნებს ანიჭებს მასწავლებლისა და გურუს თვისებებს. ბევრი მშვილდოსანი კარგი ლექტორია, თუმცა უმეტესობა უბრალოდ აღმერთებს სხვებისთვის ნოტაციების კითხვას. თუმცა, თუ მის რჩევებს უკუაგდებენ, მშვილდოსანი ენამწარე და ცინიკური ხდება. ამასთან ერთად, იგი კარგად ახერხებს იუმორის დიდი დოზით მისცეს მწარე შენიშვნები თანამოსაუბრეს ან უბრალოდ საცინრად აიგდოს იგი.

მორიელი - ჩამოთვლილ ნიშნებს შორის ყველაზე ენამწარე და ცინიკოსია. მორიელს პლუტონი მართავს ნგრევის, ტრანსფორმაციის, ომის პლანეტა. ამიტომ მორიელთან სიტყვიერ დაპირისპირებას არავის ვურჩევთ ამქვეყნად. ეს ადამიანი გასაოცარი დაკვირვების უნარით და კარგი ინტუიციით გამოირჩევა. წინასწარ აქვს ხოლმე შესწავლილი ოპონენტის სისუსტეები. როგორც წესი, იგი თავს ამაოდ არავის ესხმის, მაგრამ თუ მაინც მოახერხეთ მასში მრისხანების გამოწვევა, სიტყვიერად ისე გაგანადგურებთ დიდი ხნის მანძილზე დაგიკარგავთ მასთან პაექრობის სურვილს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?