კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 30 მაისი - 5 ივნისი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 30 მაისი - 5 ივნისი

პლანეტარული კონფიგურაცია დიდწილად დაძაბული და კონფლიქტური იქნება. ამიტომ კვირა იმაზე ფიქრით დაიწყეთ, რამდენად ლოიალური და დიპლომატიური ხართ პარტნიორების მიმართ. აქ იგულისხმება როგორც ქორწინების, ისე ბიზნესა და საქმიანი პარტნიორები. ამასთან ერთად, ფინანსებთან დაკავშირებითაც აუცილებელია გონივრული დამოკიდებულების შენარჩუნება. იმიტომ რომ, ნეგატიური პლანეტარული განლაგებები ბევრ ადამიანს მისცემს ფულის აბსოლუტურად არამიზნობრივად ხარჯვის მოთხოვნილებას.

მოკლედ, მარტივი ენით რომ ვთქვათ, სურვილს - "ფინანსები აქტიურად გაატანოთ ქარს" როგორმე ივნისის დასაწყისამდე უნდა მოერიოთ, თუ არ გინდათ, რომ მომდევნო თვეში გაუთვალისწინებელი მატერიალური პრობლემები დაგატყდეთ თავზე. ამ პერიოდში ამოტივტივდება საფინანსო-საბიუჯეტო საკითხები ისეთი, რომელთა სათავეც ჯერ კიდევ თებერვალ-მარტში იქნება საძებნელი. დიდი ყურადღებით აწარმოეთ ფინანსური დოკუმენტაცია, სიფრთხილით მოეკიდეთ მემკვიდრეობასთან და სპონსორობასთან დაკავშირებულ საკითხებს. წინა პლანზე წამოიწევს ვალების, კრედიტებისა და ალიმენტების თემა. შესაძლებელია, ამ მხრივ იყოს შეფერხება და გაუგებრობები.

კვირის შუაგულში მოიმატებს ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებული პრობლემები. შესაძლებელია გართულდეს ურთიერთობა ზოგადად ქალებთან და ქალთა პერსონალთან სამსახურში. ივნისის პირველ დღეებში მოერიდეთ კონფლიქტებს სუსტი სქესის წარმომადგენლებთან და ნუ გაიკვირვებთ, თუ ბევრი მათგანი თავს საკმაოდ არაადეკვატურად წამოაჩენს ან გაღიზიანებული იქნება. ამ პერიოდში ვენერა-იუპიტერისა და ვენერა-ნეპტუნის ნეგატიური ასპექტების გამო მომატებული იქნება წყვილებს შორის ურთიერთგაგების მხრივ პრობლემები. შესაძლებელია დაფიქსირდეს ღალატის ფაქტები და რომანი "გვერდით". ამასთან ერთად, ვენერასა და ნეპტუნის ასპექტი ადამიანებს ტყუილისკენაც უბიძგებს ყველა იმ საკითხში, რაც პირად ურთიერთობებს შეეხება. შესაბამისად, გულწრფელობა ყველაზე კარგი "ვალუტა" იქნება ამ დღეებში, თუკი გსურთ, რომ თქვენი ქორწინება და სასიყვარულო კავშირები მინიმალურად დაზარალდეს.

2-3 ივნისის პერიოდში პლანეტა იუპიტერის ნეგატიური ასპექტების გამო შესაძლებელია გართულდეს უცხოელებთან მოლაპარაკება, ჩაიშალოს დაგეგმილი ვიზიტები საზღვარგარეთ, რთულად წარიმართოს სასამართლო პროცესები. ზოგადად ეს ის პერიოდია, როცა სასურველი არ არის ფართო მასშტაბიანი პროექტებისა და მსხვილი ფინანსური ოპერაციების წარმოება. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პლანეტა ვენერა მზესთან ერთად ტყუპის ზოდიაქოს ნიშანს გადის და მათ შორის შეერთება ფიქსირდება, ნებისმიერი პრობლემა შეიძლება გადაიჭრას დიალოგის გზით, როგორც პირადი, ისე სამსახურეობრივი სახის. ამიტომ ამ პერიოდში ნებისმიერმა ჩვენგანმა საკუთარი ვერბალური კომუნიკაციის უნარი მაქსიმალური ეფექტურობით უნდა გამოიყენოს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?