ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელიც 2016 წელს იპოვის სიყვარულს ან გამდიდრდება

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელიც 2016 წელს იპოვის სიყვარულს ან გამდიდრდება

მისი მეშვეობით უძველესი დროიდან იყო შესაძლებელი მეფეებისა და სხვა ძლიერთა ამა ქვეყნისათათვის წინასწარ გამოეთვალათ ბედ-იღბალი და მომავლის პერიპეტიები. ეს იმიტომ, რომ უძველეს დროში ასტროლოგიასთან შეხება ყველას როდი ხელეწიფებოდა. დღევანდელ დღეს კი გვაქვს საშუალება გამოვიყენოთ ასტროლოგიური პროგნოზები საკუთარი მომავლის კორექტირების მიზნით. ასე მაგალითად, პლანეტების ტრანზიტული მოძრაობის მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია გითხრათ ზოდიაქოს რომელ ნიშანს გაუმართლებს წლევანდელ 2016 წელს სიყვარულსა და ფინანსურ სფეროში ყველაზე მეტად.

წლის პირველ ნახევარში აგვისტოს ბოლომდე მაინც ძალიან უმართლებთ ქალწულებს. გამარჯვებისა და წარმატების პლანეტა იუპიტერი ზუსტად ამ ნიშანში მოძრაობს და როცა მას უკვე ზაფხულში პლანეტა ვენერაც შეუერთდება, ბევრი ქალწულის ცხოვრებაში გაჩნდება შანსები საიმისოდ, რომ იპოვოს ახალი სიყვარული, დაარეგულიროს ურთიერთობა ძველთან ან გამოუჩნდეს გამდიდრებისა და ფინანსური წინსვლის რეალური შანსები.

თეთრი მთვარე იგივე სელენა ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერძებს წლის მეორე ნახევარი მაინც საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებული ექნებათ. შესაძლებელია, ფორტუნამ გაგიღიმოთ და იპოვნოთ თქვენთვის საინტერესო ადამიანი, ან წარმატებული კარიერის გაკეთებას მიჰყოთ ხელი.

დაბოლოს, აგვისტოს ბოლოდან მოყოლებული ძალიან უმართლებთ სასწორის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, რომელთა უმრავლესობისთვისაც წლის პირველი ნახევარი ერთობ რთული და პრობლემატური იყო. სასწორებს იუპიტერის ამ ნიშანში "გადაბარგება" მისცემს შანსს პარტნიორული კავშირების დასარეგულირებლად. ასევე გაიზრდება პოტენციალი ფინანსური აქტივობის კუთხით.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?