რა ფერის სამოსი გიხდებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რა ფერის სამოსი გიხდებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

გამომდინარე გააჩნიათ შესაფერისი სახასიათო თვისებები, საკვები, ძვირფასი ქვები და თქვენ წარმოიდგინეთ სამოსიც, რომლის ფერიც მათ განსაკუთრებულ შარმს და მომხიბვლელობას მატებს. დღეს გვინდა ზუსტად ამ თემაზე გესაუბროთ და გითხართ, რომელი ფერებია თქვენთვის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით "იღბლიანი":

ვერძს - წითელი, სტაფილოსფერი და ფორთოხლისფერი უხდება.

კუროს - ცისფერი, ბაცი მწვანე და ლაჟვარდოვანი ლურჯი.

ტყუპს - ლიმნისფერი, ბაცი ვარდისფერი და ყვითელი.

კირჩხიბს - მუქი მწვანე, ტალღისფერი, მუქი ყვითელი.

ლომს - ჩალისფერი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი.

ქალწულს - კრემისფერი, რძისფერი, ნაცრისფერი.

სასწორს - ნებისმიერი პასტელის ტონალობა "ხატავს".

მორიელს - ჭაობისფერი, მუქი იასამნისფერი, მკვეთრი აგურისფერი.

მშვილდოსანს - შვინდისფერი, მუქი სტაფილოსფერი, ბორდოსფერი.

თხის რქას - შავი, თეთრი, მუქი ლურჯი.

მერწყულს - ფირუზისფერი, ზურმუხტისფერი, იასამნისფერი.

თევზებს - ბაცი მტრედისფერი, ღია ცისფერი, ღია ყავისფერი.