კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 13-19 ივნისი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 13-19 ივნისი

ჰარმონიული კონფიგურაციით დაიწყება ცაზე. ვენერასა და მზის კარგი ასპექტები ურანთან მოიტანს იმის საშუალებას, რომ ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში სხვადასხვა ტიპის პრობლემები მეგობრების დახმარებითა და თანადგომით მარტივად მოგვარდეს. შესაძლებელი იქნება მათ შორის ფინანასური თუ სხვა ტიპის სირთულეების გადალახვა.

აქტიური იქნება მოკლევადიანი და მოკლე მანძილზე დაგეგმილი მოგზაურობის თემა. ეს ის პერიოდია, როცა ნებისმიერი ტიპის გადაადგილება საკმაოდ სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ. ამიტომ თამამად დაგეგმეთ მივლინებები.

გამომდინარე იქიდან, რომ კვირის მანძილზე რამდენიმე მნიშვნელოვანი კოსმიური მოვლენა ხდება, მოდი, რიგითობის მიხედვით გავამახვილოთ მათზე ყურადღება.

პირველი მნიშვნელოვანი ასპექტი გახლავთ ის, რომ უკვე 13 ივნისს პლანეტა ნეპტუნი უკანმავალ ანუ რეტროგრადულ მოძრაობაში დაიწყებს ბრუნვას. რაც იმას ნიშნავს, რომ დგება ილუზიების დრო. ადამანებში მოიმატებს საკუთარი შესაძლებლობების გადამეტებულად შეფასების მოთხოვნილება. ირღვევა საზღვრები არსებულ რეალობასა და სასურველს შორის. ამიტომ ამ პერიოდიდან მოყოლებული ნოემბრის თვის ჩათვლით აკონტროლეთ საკუთარი სურვილები, მათ შორის ნეგატიურიც იმიტომ რომ, შესაძლებელია რეალობაში ისინი მართლაც ახდეს, ოღონდ ასრულდეს არცთუ თქვენთვის მაინცდამაინც სასიამოვნო ფორმატით.

კარგი პერიოდი დგება საკუთარ თავთან ჩაღრმავების, მედიტაციისა და ფსიქოლოგიის შესწავლისთვის. შესანიშნავია ასევე ეს პერიოდი ხელოვანი ადამიანებისთვის და ყველა იმ სფეროს წარმომადგენლისთვის, ვისი პროფესიაც მაღალ სულიერებას უკავშირდება (თეოლოგები, ღვთისმსახურები, სოციალური მუშაკები).

17 ივნისიდან პლანეტა ვენერა ტყუპის ზოდიაქოს დატოვებს და ემოციურ კირჩხიბის ზოდიაქოს ესტუმრება. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდიდან ძალიან კარგი შანსები ჩნდება ისეთი ნაცნობობის გასაბმელად, რომელიც სამომავლოდ ოჯახის შექმნით დაგვირგვინდება. ვენერა კირჩხიბში ხელს შეუწყობს ასევე პარტნიორული და ოჯახურ-ნათესაური ურთიერთობების გამტკიცება-გამყარებას ადამიანებში.

კვირის მიწურულს სატურნისა და ნეპტუნის ნეგატიური ასპექტის გამო სასურველია, თუკი დამდეგ უქმეებს და პარასკევ დღეს გადამეტებული ალკოჰოლის დოზით არ შეხვდებით. იმიტომ რომ, ამ პერიოდში როგორც არასდროს მოიმატებს სასმელით ან კვებითი ინტოქსიკაციით მოწამვლის საფრთხე. შესაბამისად, ზომიერება ალკოჰოლთან მიმართებაში ამ მხრივ ნამდვილად გამოგადგებათ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?