როგორ რეაგირებენ აგრესიაზე ზოდიაქოს ნიშნები

როგორ რეაგირებენ აგრესიაზე ზოდიაქოს ნიშნები

რეაგირებს კონფლიქტებსა და აგრესიაზე. ზოგიერთი მისი მისამართით გამოვლენილ ნეგატივს მშვიდად და აუღელვებლად ხვდება (რითიც უდავოდ იგებს!), ხოლო სხვამ შესაძლოა საპასუხო აგრესიის ტალღა ისეთი სიძლიერით გაუგზავნოს შეურაცხმყოფელს, რომ ამ უკანასკნელს დიდი ხნით გადააფიქრებინოს მისი მისამართით სიტყვის დაძვრის მცდელობაც კი.

ვერძი აგრესიაზე ორმაგი აგრესიით ან სულაც მუშტი-კრივით პასუხობს.

კურო აგრესორს მშვიდად ხვდება, თუმცა გადაწყვეტილებას პრინციპულად ვერავინ შეაცვლევინებს.

ტყუპი აგრესიაზე ენამწარეობით გაგცემთ პასუხს.

ხოლო კირჩხიბი წყენას დიდი ხნით დაიმახსოვრებს და როცა საერთოდ აღარ ელით, მაშინ გადაგიხდით სამაგიეროს.

ლომი მის მიმართ გამოვლენილ აგრესიაზე სახალხოდ მოგთხოვთ პასუხს.

ხოლო ქალწული აუცილებლად შეეცდება მიყენებული დისკომფორტის გამო საქმეები გაგიფუჭოთ.

სასწორი აგრესიაზე იბნევა, იგი აუცილებლად შეეცდება დაზავება და მოლაპარაკება შემოგთავაზოთ.

მორიელი აგრესიას დუმილით ხვდება. თუმცა, მოკლე ხანში სანანებელს გაგიხდით მისთვის მიყენებულ დისკომფორტს.

მშვილდოსანი აგრესიას გვიან ამჩნევს, თუმცა თუკი გადაამლაშებთ, შესაძლებელია გვარიანად გაგალამაზოთ.

თხის რქა აგრესიას ღირსეული სიმშვიდით პასუხობს. რეპუტაციას უფრთხილდება. თუმცა არ გეგონოთ, რომ ეს მას ოდესმე დაავიწყდება.

მერწყული აგრესიის შემთხვევაში მშვიდად დალაპარაკებას და მეგობრობის გაგრძელებას შემოგთავაზებთ.

ხოლო თევზები ცრემლად და ემოციებად დაიღვრება ისე, რომ სურვილი გაგიჩნდებათ საკუთარი აგრესია უკან წაიღოთ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?