ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან საუკეთესო ექიმები

ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან საუკეთესო ექიმები

არსებობს ამქვეყნად პროფესიები, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა სჭირდება. მათ შორის კი უმთავრესთაგან უმთავრესი - ექიმის პროფესიაა. ასტროლოგები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გამოყოფენ კონკრეტულ ზოდიაქოს ნიშნებს, რომელთა შორისაც ყველაზე ხშირად ვხვდებით ამა თუ იმ სფეროს საუკეთესო წარმომადგენლებს. დღეს გვინდა გიამბოთ, კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ეხერხებათ ყველაზე ოსტატურად მოერგონ ექიმის პროფესიას:

ტყუპი - მოქნილი ხელებისა და უსწრაფესი რეაქციების გამო, ტყუპს შორის საუკეთესო ქირურგებს, პლასტიკურ ქირურგებს, მასაჟისტებს ვხვდებით. ტყუპის ზოდიაქოს ნიშანი გამოირჩევა სწრაფი მოქმედების უნარით და კრიტიკულ სიტუაციაში ელვისებური ადაპტაციის უნარით. ამიტომ ტყუპს შორის ძალიან ბევრი შესანიშნავი ექიმი გვხვდება.

ქალწული - ასტროლოგები თვლიან, რომ მედიცინის სფეროს ზოგადად ქალწულის ნიშანი მართავს. ამიტომ სამედიცინო პროფილი ძალიან ბევრი ქალწულისთვისაა "მშობლიური". ქალწულებს შორის ვხვდებით იდეალურ პედიატრებს, ფარმაცევტებს, არაჩვეულებრივ მედდებსა და ექთნებს. ისინი სავსე არიან სხვებზე ზრუნვის მოთხოვნილებით, ამიტომ ექიმის პროფესია ქალწულისთვის ზედგამოჭრილია.

მორიელი - მძაფრი შეგრძნებების სიყვარული და სურვილი მუდმივად იაროს ბეწვის ხიდზე, მორიელებს შორის ბევრი კარგი ექიმის თავმოყრის მიზეზია. მორიელებს შორის ვხვდებით საუკეთესო პათოლოგანატომებს, ქირურგებს, ტრავმატოლოგებსა და გინეკოლოგებს. მიდრეკილება - სიკვდილს მუდმივად უყურონ თვალებში და ყოველდღიურად გაიმარჯვონ მასზე იძლევა ასევე ბევრი მორიელის სახით იდეალურ ონკოლოგს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?