ქოლერიკი, სანგვინიკი თუ მელანქოლიკი - თქვენი ფსიქოტიპი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ქოლერიკი, სანგვინიკი თუ მელანქოლიკი - თქვენი ფსიქოტიპი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რომ ასტროლოგია და ფსიქოლოგია ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს მდგომი დარგებია. დასავლეთში ასტროლოგიას ფსიქოლოგიის "უმცროს დასაც" კი უწოდებენ. ასტროლოგოურად თორმეტი ნიშანი და თორმეტი განსხვავებული ფსიქოტიპი არსებობს, რომელსაც ადამიანები იმის მიხედვით შეესაბამებიან, თუ კონკრეტულად რომელი ნიშნის გავლენით დაიბადნენ. თუმცაღა, როგორც აღმოჩნდა, უფრო კონკრეტული ახსნაც მოეძებნება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ფსიქოლოგიური კუთხით

ასე მაგალითად, ვერძები – ცვალებადი ქოლერიკები არიან. მათი ხასიათი ძირითადად ოპტიმისტურია, თუმცაღა ახასიათებთ მოულოდნელი ფეთქებადობა და უმართავი ემოცია.

კუროები – ინტროვერტი მელანქოლიკები არიან. მათ უმრავლესობას გარკვეული "სოციოფობია" ახასიათებს. კუროს უყვარს სიმყუდროვე, ვიწრო წრეში ყოფნა და მიდრეკილია პერიოდულად მელანქოლიურ-რომანტიკული განწყობისკენ.

ტყუპი – ინტროვერტი-სანგვინიკები არიან. რაც იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად ამ ხალხის მხიარული, კომუნიკაბელური ხასიათისა მათ გააჩნიათ პერიოდული განმარტოების, სიცივის და საკუთარ თავთან "ბაასის" მოთხოვნილება.

კირჩხიბი – ლირიკული-ფლეგმატიკია. სენსიტიური, ემოციური და პერიოდულად საშინლად წუწუნა. ზოგჯერ განგებ ირგებს "წამებულის როლს", მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მოეფერონ, თავზე ხელი გადაუსვან და უთხრან, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ლომები – ექსტრავერტი-ქოლერიკები არიან. მათთვის დამახასიათებელია მოთხოვნილება მუდმივი დემონსტრირება გაუწიონ საკუთარ ვიზუალურ მახასიათებლებს, გონებას, განათლებას, ქონებრივ შესაძლებლობებს და ა.შ. თუმცა, ლომსაც ვერძის მსგავსად, ცეცხლოვანი ტემპერამენტი გააჩნია და ემოციური აფეთქებები ახასიათებს.

ქალწულები – პოზიტიური მელანქოლიკები არიან. მათ ხასიათში ყველაზე აუტანელი თვისება სკეპტიციზმი და მეწვრილმანეობაა, თუმცა ამის კომპენსირებას ქალწული სხვებზე ზრუნვის ჩვეულებით შესანიშნავად ახდენს.

სასწორები – მშვიდი სანგვინიკები არიან. ამ ხალხის ბუნება მომართულია პოზიტივის ძიებისკენ. მათთვის დამახასიათებელია კეთილგანწყობილი ხასიათი, დიპლომატიური მიდგომა სხვების მიმართ და ზომიერი კომუნიკაციის უნარი.

მორიელები – ფეთქებადი ფლეგმატიკები არიან. შეიძლება ითქვას, ეს არის ალბათ ყველაზე რთული და ძნელად პროგნოზირებადი ფსიქოტიპი. იგი ერთი შეხედვით მშვიდი, გულგრილი და არაკომუნიკაბელური ჩანს. თუმცა, მისი გარეგნული იმიჯი ხშირად საოცარ ემოციებსა და ტემპერამენტს ფარავს, რომელსაც იგი აგრესიის შემოტევისას უშვებს გარეთ.

მშვილდოსანი – გაწონასწორებული ქოლერიკია. ცეცხლის ნიშნებს შორის ყველაზე დაბალანსებული ცეცხლია. მას აქვს უნარი საკუთარ ცეცხლოვან ტემპერამენტს ფილოსოფიური ბუნების მეშვეობით აჯობოს და დაბალანსების საშუალება მისცეს.

თხის რქა – მელანქოლიური ინტროვერტია. სატურნული ტიპაჟები ზოგადად გარკვეული დეპრესიისკენ არიან მიდრეკილნი. თხის რქებს ცხოვრება ხშირად ეჩვენებათ ნაცრისფრად, თუმცაღა მათ უმრავლესობას ტანჯვასა და იზოლაციაშიც შეუძლია იპოვოს გარკვეული აზრი და კანონზომიერება.

მერწყული – ლირიკული სანგვინიკია. მერწყულის ნიჭი და ჰუმანიზმი მთელ კაცობრიობაზე ვრცელდება. იგი მზადაა ყველას გაუწოდოს დახმარების ხელი ვინც მისგან შველას ითხოვს. თუმცა, თავად მას საკუთარი სევდანარევი მარტოობა ურჩევნია.

თევზები – ინტროვერტი-ფლეგმატიკები არიან. მათ უმრავლესობას ახასიათებს გარკვეული ასოციალურობა. სენსიტიური ხასიათი და მოთხოვნილება იყოს დაცული, როგორც ფიზიკური, ისე ემოციური კუთხით.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?