კვირის რომელი დღეა კარგი დასვენებისთვის, შეხვედრებისთვის, შოპინგისთვის

კვირის რომელი დღეა კარგი დასვენებისთვის, შეხვედრებისთვის, შოპინგისთვის

კვირის ნებისმიერი დღე კონკრეტული ენერგეტიკით გამოირჩევა. უფრო მეტიც, თითოეულ დღეს კონკრეტული პლანეტა მართავს, ამიტომ იმის მიხედვით თუ რისი კეთება გაქვთ განზრახული აუცილებელია შეარჩიოთ შესაბამისი პლანეტით მართული კვირის დღეები.

ასე მაგალითა ორშაბათს მთვარე მართავს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღე ემოციურად აქტიურია. ამიტომაც უწოდებენ ორშაბათს "მძიმე დღეს". მთვარე ხომ ქალების პლანეტაა, მათსავით ჭირვეული. ამ დღეს სასურველია მეტი დრო ოჯახს და მის წევრებს დაუთმოთ.

სამშაბათს

მართავს მარსი ამიტომ ამ დღეს შეგიძლიათ იყოთ შემტევი, აქტიური, წახვიდეთ რისკზე. დაკავდეთ სპორტით და სხვადასხვა ტიპის აქტივობით.

ოთხშაბათს მერკური მართავს, ამიტომაც ითვლება ეს დღე საუკეთესოდ შეხვედრების დასაგეგმად, მოკლევადიანი მივლნებისა და სწავლის წამოსაწყებად.

ხუთშაბათს იუპიტერი მართავს, ერთ-ერთი დადებითი და პოზიტიური პლანეტა. ამიტომ ამ დღეს კარგად გვარდება ნებისმიერი ტიპის ფინანასური ოპერაციები. კარგი დღეა ასევე იურიდიული ტიპის პრობლემების მოსაგვარებლად.

პარასკევს მართავს პლანეტა ვენერა, ამიტომ ამ დღეს ნებისმიერი ტიპის რომანტიკული ურთიერთობა შეგიძლიათ დაგეგმოთ და ზოგადად დაკავდეთ საყვარელი ადამიანებით. თავს გართობის და მოდუნების უფლება მისცეთ.

შაბათს სატურნი მართავს. ამიტომ ამ დღეს კარგია მოწესრიგოთ და დაალაგოთ ყველაფერი. სატურნს წესრიგი უყვარს, შესაბამისად, მთელი კვირის მანძილზე არსებული ქაოსი თქვენ ცხოვრებაში ამ დღეს შეგიძლიათ დაალაგოთ.

დაბოლოს, კვირას მართავს მზე , რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დღე გართობას, ბავშვებს და აქტიურ დასვენებას უნდა დაუთმოთ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?