კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 27 ივნისი - 3 ივლისი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 27 ივნისი - 3 ივლისი

და ივლისის დასაწყისი საკმაოდ აქტიური, დინამიკური და მოვლენებით დატვირთული იქნება, თუკი პლანეტების კონფიგურაციით ვიმსჯელებთ ცაზე.

უკვე ორშაბათს მერკურისა და ურანის დადებითი ასპექტი საშუალებას მისცემს ადამიანებს წარმატებით დაგეგმონ სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, საქმიანი მოლაპარაკებები და ა.შ.  წარმატებულია ამ დღეს ნებისმიერი სახის გონებრივი აქტივობა . კარგი დღეა სწავლისთვის. ზოგადად კვირის პირველი ნახევრი მოიტანს ახალ ნაცნობობას, საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობის სიამოვნებას. მეგობრული კავშირები გაცილებით უფრო პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი გახდება.

სასიამოვნო და ნაყოფიერი იქნება ჯგუფში მუშაობა. ეს პერიოდი არანაკლებ გამორჩეული იქნება პირადი და სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ეტაპზე მზე და ვენერა (სიყვარულის პლანეტა) კირჩხიბის ზოდიაქოშია, შეგვიძლია თამამად დავგეგმოთ რომანტიკული პაემანი ან ახალი ნაცნობობა. მერე რა, რომ "ორშაბათი მძიმე დღეა", შესაძლებელია, ზუსტად ამ დღეს თქვენი პოტენციური მეორე ნახევარის გაცნობის შანსიც კი ჩაგივარდეთ ხელში.

კვირის პირველი ნახევარი კარგია ოჯახის წევრებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობების დასარეგულირებლად და მოსაწესრიგებლად. გაითვალისწინეთ, რომ უახლოესი ერთი თვის მანძილზე, პერიოდს კირჩხიბის ზოდიაქო მართავს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამძაფრებულია ინტუიცია. მოიმატებს ასევე წვრილმანი წყენებისა და უთანხმოებების ალბათობა, ძირითადად ოჯახის წერვებთან და დედმამიშვილებთან მიმართებაში.

ვენერა, რომელიც კირჩხიბის ზოდიაქოშია განაპირობებს იმას, რომ არაერთ წყვილს მიეცემა საშუალება დაარეგულიროს საკუთარი, აქამდე აწეწილი და ქაოსური ურთიერთობა. კარგი პერიოდია ქორწინებისა და ოჯახის შესაქმნელად.

29 ივნისიდან პლანეტა მარსი, რომელიც აგერ უკვე ლამის ორი თვეა რეტროგრადულ (უკანმავალ) ფაზაში მოძრაობდა დირექტიული ხდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი საქმე, რომელიც უახლოესი ორი თვის მანძილზე ერთ წერტილში გაიყინა მარსის რეტროგრადულობის გამო, ისევ დაიძვრება მკვდარი წერტილიდან. გააქტიურდება კომუნიკაცია, ურთიერთობები. კარგი პერიოდია იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად და შემოქმედებითი აქტივობის დასაწყებად. უმართლებთ სპორტსმენებს, ძალოვანი და საგამოძიებო სტრუქტურის წარმომადგენლებს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?