ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა ცოლებს არც სამზარეულოში ტრიალი უწევთ და არც ბავშვის მარტო აღზრდა

 ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა ცოლებს არც სამზარეულოში ტრიალი უწევთ და არც ბავშვის მარტო აღზრდა

რომ ძლიერი სქესის ყველა წარმომადგენელში როდია გამჯდარი კარგი მეოჯახისა და მეორე ნახევრის თვისებები. ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით მარტივი ამოსაცნობია ის თუ რამდენად მეოჯახე იქნება მამაკაცი დაბადების თარიღიდან გამომდინარე. ამ მხრივ კი სამ ზოდიაქოს ნიშანს გამოყოფენ:

კურო - სტაბილურობის მოყვარული მამაკაცია. უყვარს სახლი, სიმყუდროვე და გემრიელად სმა-ჭამა. მისთვის მნიშვნელოვანია მატერიალური კომფორტი და სიმყარე. ამიტომ შრომა არასოდეს ეზარება ამ ყველაფრის შესაქმნელად. მას შეუძლია ქალს ნამდვილად მიანიჭოს სიმყუდროვის და სტაბილურობის შეგრძნება.

კირჩხიბი - მოსიყვარულე, ცოტა ეჭვიანი და ბუტია მამაკაცია. სამაგიეროდ, სულს არ დაიშურებს ოჯახისა და მეუღლის ინტერესების გამო. კირჩხიბი აღმერთებს საკუთარ ფესვებს, უყვარს ნათესავები და პატივს სცემს ტრადიციებს. იგი ძალიან ყურადღებიანია ბავშვების მიმართ. გარდა ამისა არის ჩინებული კულინარიც, ამიტომ მისთვის სირთულეს არ წარმოადგენს მეუღლისთვის დახმარების გაწევა სამზარეულოში.

თხის რქა - ძლიერი, ამტანი და შრომისმოყვარე კაცია. ამასთან ერთად, საკმაოდ ჯიუტი და პრინციპულიც. მას შეგიძლიათ ანდოთ როგორც თქვენი ბედი, ისე თქვენი ოჯახი. თხის რქას მოსწონს დომინირება, ამიტომ სასურველია თუკი ოჯახში "პირველი ვიოლინოს" როლს მას დაუთმობთ. იგი ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანია ოჯახის წევრების და უპირველეს ყოვლისა საკუთარი მეუღლის მიმართ. დიდ ყურადღებას უთმობს ასევე პატივს სცემს უხუცეს ნათესავებს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?