ყველაზე ენამოსწრებული ქალები ანუ ისინი, ვისაც სიტყვაში ვერასდროს მოუგებთ და ენით დაიკოდებით

ყველაზე ენამოსწრებული ქალები ანუ ისინი, ვისაც სიტყვაში ვერასდროს მოუგებთ და ენით დაიკოდებით

მისი იარაღია, თუმცა არსებობენ ქალები, რომელთაც ახლოს ვერავინ გაეკარება ზუსტად რომ საკუთარი ენის სიმწარიდან გამომდინარე. დღეს გვინდა ზუსტად ასეთი ტიპის ქალებზე მოგიყვეთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მამაკაცებს მოვუწოდოთ მყარი ნერვული სისტემით აღიჭურვონ მათთან ურთიერთობისას:

ტყუპი - პლანეტა მერკური, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, განაპირობებს იმას, რომ ქალ ტყუპს ძალზე სწრაფი აზროვნება და საუბრის მანერა გააჩნია. ეს ის ქალია, რომელიც "სიტყვისთვის ჯიბეში არ ჩაიყოფს ხელს" და ნებისმიერი კამათისას აქვს მომზადებული საპირისპირო არგუმენტი. აზრი არ აქვს მასთან შეჯიბრს სიტყვიერ ბატალიებში, იგი მაინც გამარჯვებული გამოვა ნებისმიერი კამათისას.

მორიელი - პლუტონი და მარსი, ორი მებრძოლი პლანეტა, რომელიც მორიელს მართავს განაპირობებს ამ ქალში აგრესიულობის მაღალ კოეფიციენტს და მამაკაცებთან მუდმივი კონკურენციის მოთხოვნილებას. მორიელი ცინიკოსია და შავი იუმორის უბადლო ოსტატი. მისი სიტყვები ზუსტად მიზანში აღწევს ყოველთვის. იგი კარგი ფსიქოლოგიური უნარებით გამოირჩევა და ზუსტად ხვდება ოპონენტის სისუსტეებს. შესაბამისად, ზუსტად ამ თემაზე გააკეთებს აქცენტს კამათისას.

მშვილდოსანი - დემაგოგი და ფილოსოფოსია ერთდროულად. მშვილდოსანს უყვარს საკუთარი იდეების ფრქვევა საზოგადოებაში. ამასთან ერთად, კარგი იუმორით გამოირჩევა, რაც ხელს უწყობს პოპულარული იყოს თავისი ხუმრობებით. თუ გააბრაზეთ, ალალად მოგახსენებთ, რასაც თქვენზე ფიქრობს, ყოველგვარი მორიდების, ტაქტის ან შელამაზების გარეშე. ამასთან ერთად, საკმაოდ მწარედ შეუძლია შენიშვნების მოცემა და პირდაპირობაშიც მას ვერავინ გაეჯიბრება.