როგორ მოვიზიდოთ ოჯახში ფული და ბარაქა

როგორ მოვიზიდოთ ოჯახში  ფული და ბარაქა

ძალა არ გააჩნიათ, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ წარსულიდან გადმოყოლილი მცდარი ჩვეულებაა, რომელიც ადამიანს გავლენაში აქცევს, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც ანიჭებს მნიშვნელობას შავი კატის, სუფრაზე მარილის დაპნევის, სარკის გატეხვისა და კიდევ უამრავ ფაქტორს. ჩვენი ერთგული მკითხველის თხოვნით, გადავწყვიტეთ, ამიერიდან მსოფლიოს ამა თუ იმ ეთნოსისთვის დამახასიათებელი რიტუალები და ცრურწმენები გაგაცნოთ სხვადასხვა თემატიკაზე, იქნება ეს ბარაქა, ოჯახური ბედნიერება თუ შვილიერების საკითხი. ვფიქრობთ, საინტერესო იქნება გავეცნოთ ხალხში შემორჩენილ უძველეს წეს-ჩვეულებებსა და ზოგიერთი მათგანის შესახებ უფრო ვრცლადაც ვიმსჯელოთ ფორუმზე.

დღეს ფულისა და მატერიალური დოვლათის შესახებ ვისაუბრებთ. ერთად გადავხედოთ ძველი სლავების წეს-ჩვეულებებს და ცრურწმენებს ამ კუთხით... თუ გნებავთ დავტესტოთ კიდეც.

მაშ ასე, საიმისოდ, რომ ფინანსური პრობლემები ნაკლებად დაგემუქროთ:

კვირის ბოლოს აუცილებლად მოაგროვეთ საფულეში დარჩენილი მთელი ხურდა ფული და უპოვრებს დაურიგეთ. ძველ სლავებს სჯეროდათ, რომ ვინც ასე არ აკეთებს, იგი მხოლოდ ხურდა ფულით იქნება "მდიდარი" მთელი ცხოვრება.

როცა ფულის სესხება გიწევთ, სასურველია ამ მომენტში ხელით სამი თითის კომბინაცია გააკეთოთ ზურგს უკან, ან ეს ხელი ჯიბეში გედოთ. მართალია, არცთუ ეთიკური საქციელია, მაგრამ სამაგიეროდ ასე მალე დააბრუნებთ ვალს.

ფულის გასესხება დილით ჯობია, მიჩნეულია, რომ ასე ფულს ფული მოაქვს.

არასოდეს გაასესხოთ ფული საღამოს საათებში, თქვენი ბარაქა მსესხებელს გაჰყვება. ეს სიღარიბის ნიშანია.

ორშაბათს ნუ გაასესხებთ თანხას. მთელი თვე ფული წვრილმანებში დაგეხარჯებათ.

ძველ სლავებს მიაჩნდათ, რომ ვისაც კენკრა (კერძოდ მაყვალი) უყვარს, სიღარიბე ნაკლებად ემუქრება.

მზის ჩასვლის შემდეგ ნაგავს ნუ გადაყრით, ამბობენ ფული (ბარაქაც) თან გაჰყვებაო.

სტუმრების წასვლის შემდეგ დასვრილი სუფრა უმჯობესია სახლიდან მოშორებით დაფერთხოთ, ასე ფულს მოიზიდავთ ოჯახში.

არასოდეს შემოჯდეთ სამზარეულოს მაგიდაზე. სიღარიბის ნიშანია.

თუ ვინმეს კატის კნუტს ან ძაღლის ლეკვს ჩუქნით, სანაცვლოდ მცირეოდენი ხურდა გამოართვით. ბარაქის ნიშანია.

ცარიელ ბოთლებს მაგიდაზე ნურასოდეს შემოდგამთ. სიდუხჭირის ნიშანია.

ფული რომ "მოიზიდოთ" სასურველია, საფულით ტირიფის მომცრო ფოთოლი ატაროთ.

იმავე მიზნით, სახლში არსებულ ყველა კუთხში, ხურდის დადებაც კარგია. ამბობენ ოჯახში ბარაქის მოტანას უწყობს ხელსო.

როცა გიმართლებს და დიდ თანხას შოულობ, ერთი კუპიურა სიმბოლურად გადაინახე საფულეში, სამომავლოდ რომ უფრო დიდი "ნადავლი" მოიზიდოს თქვენკენ.

ძველი სლავები მიიჩნევდნენ, რომ ოჯახში ბარაქის მოსატანად ცოცხი ყოველთვის ტარით უნდა დადო.

არასოდეს გააჩეროთ კარის ზურბლზე სტუმარი არც წასვლისას არც მოსვლისას, ამბობენ ფული გაედინება ამგვარად ოჯახიდანო.