მარტოობის მიზეზები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მარტოობის მიზეზები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რატომ რჩებიან ადამიანები მარტო თუ მთელი სიცოცხლე არა, ცხოვრების რაღაც ეტაპზე მაინც? ზოგიერთის შემთხვევაში ეს წინა ურთიერთობიდან გადმოყოლილი ემოციური ტრავმაა, ვიღაც კი უბრალოდ საკუთარ თავისუფლებასა და ინდივიდუალიზმს უფრთხილდება ზედმეტად. მოდი, დღეს ასტროლოგიურადაც განვიხილოთ ადამიანების მარტოობის მიზეზები:

ვერძი იშვიათად რჩება მარტო. თუმცა, თუკი უწევს კიდეც მას პარტნიორის გარეშე ყოფნა ყველაფერი მისი ფიცხი, უტაქტო ხასიათის და მოუთმენლობის ბრალია. იგი ამ თვისებებით აფრთხობს პოტენციურ პარტნიორებს.

კუროებს შორისაც იშვიათად ვხვდებით მარტოხელებს. თუმცა, თუკი კურო მარტოა ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ზედმეტად ჯიუტი ან მესაკუთრეა პირად ურთიერთობაში.

ტყუპისთანა კომუნიკაბელური ნიშანი ალბათ არასოდეს იქნება მარტო. თუმცა, თუკი ტყუპს პერიოდული "ჩავარდნა" აქვს ურთიერთობაში ეს იმას ნიშნავს, რომ იგი უბრალოდ ისვენებს მომაბეზრებელი თაყვანისმცემლებისგან; ან თავად მოაბეზრა თავი ვინმეს.

კირჩხიბები ზოგჯერ რჩებიან მარტო, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის შექმნა ყველა კირჩხიბისთვის პრიორიტეტული თემაა. როგორც წესი, მათი მარტოობის მიზეზი ზედმეტად ემოციური ხასიათი და ბუტიაობაა.

ლომები სიყვარულით ცოცხლობენ. თუმცა არის ხოლმე მომენტები, როცა ისინიც რჩებიან მარტო, გადამეტებული თვითშეფასების, სიამაყის და ამბიციურობის გამო.

ქალწულების დიდი ნაწილი საოცარი პრეტენზიულობით ეკიდება პარტნიორის არჩევის საკითხს, ამიტომ მათი მარტოობა სულაც არ არის გასაკვირი. ქალწული მარტო ზუსტადაც რომ ზედმეტი მეწვრილმანეობის გამო რჩება.

სასწორი პარტნიორობაზე ორიენტირებული ნიშანია. თუმცა მარტოც რჩება ხოლმე იმ მიზეზით, რომ ვერ აკეთებს არჩევანს ორ სასურველ პარტნიორს შორის.

მორიელს რთული ხასიათი აქვს, ეს თავადაც იცის. მარტო ხშირად ზედმეტად ეჭვიანი ბუნების და დესპოტური ხასიათის გამოა ხოლმე.

მშვილდოსანი ადვილად საკონტაქტო ადამიანია. მარტო იშვიათადაა. თუმცა თუ მაინც უწევს უწყვილოდ ყოფნა ეს მისი მხრიდან გადამეტებული თავისუფლების სიყვარულის ბრალია.

თხის რქას ძალიან უჭირს მეორე ნახევრის პოვნა იმიტომ რომ, მომთხოვნია ზედმეტად. ზუსტად ამის გამო ოჯახდება იგი გვიან ან საერთოდ უარს ამბობს ქორწინებაზე.

მერწყული ინდივიდუალისტი ნიშანია. მარტოობა დიდად არც აწუხებს ხოლმე. ამიტომაც არის ხშირად წყვილის გარეშე. ზედმეტად უყვარს საკუთარი დამოუკიდებლობა.

თევზები იშვიათად რჩევა მარტო. იმიტომ რომ, პარტნიორული კავშირებით სულდგმულობს. მარტო ზედმეტად სენსიტიური ხასიათის გამო რჩება ხოლმე.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?